ქართული დემონოლოგიური გადმოცემების უაღრესად აქტიურ პერსონაჟს წარმოადგენს კატა, რომელიც უწმინდურ ცხოველად მიაჩნდათ და მისი დემონიზაცია, როგორც ჩანს, დასავლეთ ევროპული ტრადიციიდან მომდინარეობს. XIII საუკუნის შუა წლების ცნობილი ფრანცისკანელი ბერის ბერთოლდ რეგენსბურგელის ქადაგების მიხედვით, შავი ჭირის ეპიდემია ქვეყანაში კატის ამოსუნთქვით ვრცელდებოდა. ღამეული სეირნობის, უხმაურო გადაადგილებისა და სიბნელეში მანათობელი თვალების გამო, შუა საუკუნეების ევროპაში კატა უწმინდური ძალების განსახიერებად, […]
კუდიანები
განსაკუთრებული სიავით გამოირჩევიან კუდიანები, რომლებიც ადამიანები არიან, მაგრამ ავსულთა წრეში მოექცნენ და მათი ბუნება შეიძინეს. კუდიანებად ორივე სქესის ადამიანები არიან ცნობილნი, მაგრამ მამაკაცები თითოოროლაა, ქალები კი – საკმაო რაოდენობით. კუდიანებს ორი სული აქვთ: სუფთა და არაწმინდა. კუდიანი თვითონაც ავი ძალაა. დღისით იგი შერწყმულია სუფთა სულთან, ღამით კი მას დაძინებულს ტოვებს და მიდის სამოქმედოდ – ხან […]
კუდიანების წამება ქართულ და ჩრდილოეთ კავკასიის გადმოცემებში
ვ. ლომინაძის ცნობით, კუდიანისთვის ფიზიკური წამების მიყენება დანაშაულად კი არ ითვლებოდა, არამედ ღვთის მაამებელ საქმედ მიაჩნდათ. საზოგადოებას, რომელსაც სწამდა კუდიანთა არსებობა, დემონურ არსებათა მიმართ განსაკუთრებული შიში ამოძრავებდა. ადამიანები ყვებოდნენ შემაძრწუნებელ ისტორიებს კუდიანთა ვნებებზე. ამიტომაც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კუდიანებისგან თავის დასაცავად ხალხი უსაფრთხოების სასტიკ ზომებს იღებდა. დემონური ძალების მიმართ შიშს თან სდევდა კოლექტიური ძალების გააქტიურება. ჩრდილოეთ […]
ინკვიზიცია
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (381 წლის თევდოსის ედიქტი), წამოიჭრა იმპერიის მთლიანობის დაცვის პრობლემა რელიგიის ერთიანობის გზითაც. ეკლესიის ზოგიერთმა მამამ, მათ შორის წმიდა ავგუსტინემაც, გაამართლეს არამართლმორწმუნე თუ ერეტიკულ სწავლებებთან ბრძოლის მიზნით იძულების გამოყენება. IV-V საუკუნეებიდან სახელმწიფო ერეტიკოსებს (ერეტიკოსი – მონათლული ადამიანი, რომელიც, მიუხედავად ქრისტიანის სახელის შენარჩუნებისა, უარყოფს ან ჯიუტად ეჭვქვეშ აყენებს ღვთაებრივი და კათოლიკური სარწმუნოების […]
კუდიანების დევნა
1450 წლიდან 1700 წლამდე ევროპაში დაახლოებით 100,000 ადამიანი შეეწირა ეგრეთ წოდებულ “კუდიანების დევნას”. ჩრდილოეთი და ცენტრალური ევროპის უდიდეს ნაწილში მსხვერპლთა 75-80 პროცენტს ქალები შეადგენდნენ. “ტიპური” კუდიანი, როგორც ასეთი, არ არსებობდა. დადანაშაულებულთა და დაპატიმრებულთა შორის შეიძლება ყოფილიყვნენ როგორც 8-9 წლის ბავშვები, ისე მოხუცი ქალები. არ არსებობდა განმსაზღვრელი სოციალური კლასი: კუდიანად ბრალდებული შეიძლება ყოფილიყო როგორც ძალიან ღარიბი, […]
თემიდა, იუსტიცია, კარმა…
თემიდა – სამართლიანობის ქალღმერთი თემიდას ეძახდნენ ბერძნები, იუსტიციას რომაელები, ხოლო აღმოსავლეთით, ამ ქალღმერთს ეძახდნენ კარმას. ვინაა ქალღმერთი თემიდა/იუსტიცია? ესაა ზევსის ერთ-ერთი ცოლი – ტიტანიდა თემიდა, რომელიც გადავიდა ღმერთების ხარისხში. ზევსს ყავს სამი ცოლი – გერა, დემეტრია და თემიდა. გერას ვხედავთ ზევსთან ერთად ყველა მის გამოსახულებაში, ესაა მთავარი მისი ცოლი, ასტროლოგები მას გამოსახავდნენ ყოველთვის ლომის ნიშნის […]
სიკვდილის ანგელოზის საბედისწერო ბეჭედი
და უთხრა უფალმა სიკვდილის ანგელოზს: “წადი, მომიტანე მოსეს სული”. და სიკვდილის ანგელოზი წამოდგა და გამოვიდა მოსესთან შესახვედრად … და მას მოსემ ჰკითხა: “რას აკეთებთ აქ?” სიკვდილის ანგელოზმა მოსეს უპასუხა: ”ცათა და დედამიწის ღმერთმა, რომლის ხელშია თითოეული ცოცხალი არსება და თითოეული ადამიანის სული, გამომაგზავნა, რომ შენი სული მივუტანო”…. სიკვდილის ანგელოზები: მთავარანგელოზი მიქაელი – წერილებში მითითებულია როგორ […]
მამბერი (მგელთა მბრძანებელი)
მამბერი გახლავთ დასავლეთ საქართველოს მითოლოგიაში მგლების მბრძანებელი. წარმართი სვანები მამბერს მგლების მეუფედ მიიჩნევდნენ. მას ეთაყვანებოდნენ როგორც სვანები, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა მთიელები (ლეჩხუმელები, რაჭველები და სხვ.) როდესაც მამბერი კმაყოფილი იყო ადამიანებით, მაშინ იგი თავის დაქვემდებარებაში მყოფ მგელთა ხროვებს პირს უკრავდა ანუ უკრძალავდა თავს დასხმოდნენ შინაურ საქონელს, ხოლო განრისხების ჟამს, პირიქით, საქონელზე მიუშვებდა ხოლმე მათ. თაყვანს […]
ბარბალე (მზის ღვთაება)
ბარბარე ცნობილია, როგორც ნაყოფიერების ღვთაება, რომლის თაყვანისცემა ყველაზე უკეთ სვანეთში შემორჩა. ბარბოლი (როგორც მას სვანეთში ჰქვია) მსხვილფეხა საქონლის მფარველი ღვთაებაა, შეუძლია მისი გამრავლება და წველის ბარაქის მომატება. რაცყველაზე უფრო საგულისხმოა, ბარბოლისადმი მიძღვნილ რიტუალებში მონაწილეობდნენ მხოლოდ ქალები, რაც ადრეულ ეტაპზე სწორედ ნაყოფიერების ქალღმერთის – დიდი დედის კულტის თავისებურებას წარმოადგენდა. შესაწირავს (ყველიან კვერებს ან ხაჭაპურებს) უფროსი ქალი […]