ტყის მეფე ქალი, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი, მომხიბლავი და მაცდური, დალივით ვდებიანი ქალღმერთი. ხალხური წარმოდგენით ოქროსთმიანი, ზოგჯერ შავთმიანი ღვთაებაა, რომელზეც მონადირის ბედ-იღბალია დამოკიდებული. გადმოცემით, თუ ტყეში გზა აგებნათ, დიდი შანსია, ეს ტყის დედოფლის დამსახურება იყოს და მისი ხილვის საშუალებაც მოგეცეთ. და თუ ამავდროულად ახალგაზრდა და კარგი შესახედაობის მამაკაცი ხართ, ტყაშმაფა ყველანაირად ეცდება, ვნება გაგიღვიძოთ, შეგაცდინოთ. მერე […]
გაცი და გაიმი (წარმართული პანთეონის ღმერთები)
ქართული მითოლოგიის ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან მოუტანიათ. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა არმაზის მთაზე, რომლებიც ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი […]
ოჩოკოჩი – ნადირთმფარველი
ოჩოკოჩი − (მეგრ. “ვაც-კაცი”) ტყიური არსება, ტყაშიმაფას ანტაგონისტი, რომელსაც იგი სდევნის და, თუ მოიხელთა, ძალადობს მასზე. ოჩოკოჩი ბალნით არის დაფარული, მკერდის ძვალი ვულივით აქვს წამოზრდილი, ეს მისი ბუნებრივი იარაღია: მკერდით ეჯახება მოწინააღმდეგეს და შუაზე აპობს. ოჩოკოჩი ადამიანს ჩამოგავს, მაგრამ ადამიანურად ვერ მეტყველებს, სარჩოს ვერ იპოვებს – ნადირობა არ იცის. ამიტომ იძულებულია ნადირთა მწყემსს ტყაშიმაფას გამოსტყუოს […]
დემონი აგრამონი
დემონი აგრამონი – შიშისა და პანიკური შეტევების გამომწვევი დემონი. მისი მეორე სახელია აგრატიონი. აგრამონს ადამიანებთან სტუმრობა განსაკუთრების შუადღისას უყვარს, რადგან მას აქვს უნარი მოევლინოს მათ როგორც ადამიანის სხეულით, ასევე სხვადასხვა ცოცხალი არსებების ფორმის სახით.
აბადონი
დემონი აბადონი – დამანგრეველი ძალის მქონე, უმაღლესი იერარქების მრჩეველი, მისი სახელი ზოგჯერ სამარესთან და სიკვდილთან ერთად გამოიყენება. მისი არსებობის შესახებ ჩანაწერები გაკეთებულია წმინდა წერილებში და ასევე მისი სახელი გვხვდება ბიბლიაშიც. ხშირად აბადონის აიგივებენ სატანასთან და სამაელთან. აბადონი ჯოჯოხეთის პრინცი და დემონთა მეშვიდე იერარქიის მმართველია, რომელშიც შედიან ფურიები და ერინიები.აღსანიშნავია, რომ აბადონთან დაკავშირებით ორი სხვადასხვა ვერსია […]