და უთხრა უფალმა სიკვდილის ანგელოზს: “წადი, მომიტანე მოსეს სული”.
და სიკვდილის ანგელოზი წამოდგა და გამოვიდა მოსესთან შესახვედრად …
და მას მოსემ ჰკითხა: “რას აკეთებთ აქ?” სიკვდილის ანგელოზმა მოსეს უპასუხა: ”ცათა და დედამიწის ღმერთმა, რომლის ხელშია თითოეული ცოცხალი არსება და თითოეული ადამიანის სული, გამომაგზავნა, რომ შენი სული მივუტანო”….
სიკვდილის ანგელოზები:
მთავარანგელოზი მიქაელი – წერილებში მითითებულია როგორ გადაყავს ადამი,
მთავარანგელოზი გაბრიელი – რჩეულთა სულების თანმხლები ანგელოზი,
მთავარანგელოზი სამაელი – წერილებში მოიხსენიებენ როგორც ჯოჯოხეთის ანგელოზს,
მთავარანგელოზი აზრაელი – იმ ქვეყნად სულების გადამყვანი ანგელოზი.
მეგობრებო, ზოგჯერ ადამიანები იბადებიან სპეციფიკური საბედისწერო ნიშნებით. ამას ჩვენი ბებია/ბაბუები ბედის ბეჭედს ეძახდნენ, ,,რას ვიზავთ, ასეთი ბედის ბეჭედი დაასვა განგებამო” – იტყოდა ხოლმე ბებიაჩემი…
სიკვდილის ანგელოზის შვილებად მიიჩნევიან ბავშვები, რომელთა დაბადებაც მათ დედებს არ სურდათ, აპირებდნენ აბორტის გაკეთებას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ან ვერ შეძლეს, ან დააგვიანდათ და ექიმებმა უარი თქვეს, ან ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. ასეთი ბავშვები არიან მაგალითად ის არასასურველი ბავშვები, რომლებსაც არ ელოდებოდნენ და ჩაისახნენ სხვადასხვა შემთხვევითი კავშირების შედეგად, მოტყუებით დაფეხმძიმებული გოგონები, ძალადობის შემდეგ ჩასახული ბავშვები იბადებიან ასეთი საბედისწერო ნიშნებით. ძვირფასო ქალებო, მინდა გითხრათ, რომ როდესაც თქვენ უკვე გადაწყვიტეთ გაიკეთოთ აბორტი, წახვედით ექიმთან, მოელაპარაკეთ კონკტერულ დღეზე – ამ გადაწყვეტილებას თქვენი და ექიმის გარდა ისმენს პირველ რიგში თქვენი შვილიც, მაგრამ რაც მთავარია ისმენენ ის ძალები, რომლებიც უნდა მოვიდნენ და წაიყვანონ ეს ჩასახული სული იქ, იმ ქვეყნად… და აი როდესაც თქვენ, საავადმყოფოს კართან მისული, სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიფიქრეთ აბორტის გაკეთება და ფიქრობთ, რომ გადაარჩინეთ და შეინარჩუნეთ ბავშვი და ცდილობთ დაივიწყოთ ეს კოშმარი და იცხოვროთ ბედნიერად – ეს ძალები არ ივიწყებენ ამას, ისინი მოვიდნენ უკვე მის წასაყვანად, ის სული უკვე მათია, ისინი ,,მიეწებნენ“ მას და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალები ხელცარიელები უკან არ მიდიან არასოდეს. მათ ეს დავალება შესასრულებელი აქვთ. თქვენ ხომ ემზადებოდით ამისათვის, მაგრამ მერე რატომღაც გადაიფიქრეთ, აი როდესაც ემზადებოდით, თქვენ გამოიძახეთ ეს ძალები, თქვენ გაწირეთ უკვე ეს ბავშვი და ისინიც მოვიდნენ გარკვეული დავალებით. ამიტომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ ეს დავალება შეასრულონ – მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. ალბათ იცით, რომ ჩვენი ცხოვრება ამ სულებისთვის წამებია, წუთი… მათ სხვა განზომილება აქვთ. სიკვდილის ანგელოზი ასეთ დროს ეწებება ადამიანს დაბადებიდანვე და დაყვება მას მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, სანამ არ წაიყვანს მას. და როგორ უნდა წაიყვანოს რაც შეიძლება ადრე? უნდა მიიყვანოს სიკვდილამდე! რითი? – ავადმყოფობებით, კოშმარით, კატასტროფებით, ყველაფრის დანგრევით, დაშლით, დაკარგვით, სუიციდამდე მიყვანით. როგორ გამოიხატება ახლა ეს ნიშანი ადამიანის ცხოვრებაში: ასეთი ადამიანები ხშირად ავადმყოფობენ დაბადებიდანვე. თან ავადმყოფობენ მძიმე დაავადებებით და როგორც წესი მათი შემდგომი გართულებებით. შეიძლება მთლად ჩვილობიდანვე არა , მაგრამ მცირეწლოვნებიდან დაიწყოს მისი ავადმყოფობის ისტორია. მთავარი ისაა, რომ ასეთი ადამიანები გამუდმებით ებრძვიან ტკივილებს, გამუდმებით ებრძვიან სხვადასხვა სენს, მათი ცხოვრება ბრძოლაა გადარჩენისთვის, მთელი შემოსავლები მიდის ექიმებში, წამლებში, ერთი დაავადება მთავრდება და იწყება მეორე… ასე გატანჯულ ადამიანს უქრება ყოველგვარი სურვილი შექმნას ბედნიერი ოჯახი, აკეთოს საინტერესო საქმე, გაიკეთოს კარიერა…როგორც წესი, ასეთი ადამიანები მთელი თავისი ცხოვრება ებრძვიან მძიმე სენს და ტანჯვას. მათი ცხოვრება გამოცხადებული ომია სიკვდილთან და ისინი ხშირად გამოსავალს ხელოვნებაში პოულობენ. ავადმყოფობისგან გამოწვეული ტკვილების გადასაფარად, ისტორიაში იქმნებოდა უნიკალური ხელოვნების შედევრები. ახლა მახსენდება მაგალითად პუშკინი, რომელიც მთელი ცხოვრება იტანჯებოდა სხვადასხვა დაავადებებით და ის თავის წერილში, მის ლექსზე – შემოდგომაზე, წერს როგორ იტანჯება ის ქრონიკული სახსრების ტკივილებით და როგორ ურთულდება მას ეს განსაკუთრებით შემოდგომის დროს, მაგრამ მაინც როგორ ელოდება და როგორ უყვარს წელიწადის ეს დრო. ის, რომ ეს ადამიანები სიკვდილის შვილები არიან დაბადებიდანვე, გამოიხატება მათ ცხოვრებაში მომხდარი მრავალჯერადი კატასტროფებით, ისეთი რაოდენობითა და სიხშირით, რომ ადამიანი შეიძლება მივიდეს სუიციდამდეც. ასეთი ადამიანების ცხოვრება მუდმივად დატვირთულია ტრაგედიებით, დანაკარგებით, ახლობლების სიკვდილით, სამსახურის მუდმივი დაკარგვით, ასეთ ადამიანებზე ხშირად გარშემომყოფები ამბობენ, რომ ისეთი შეგრძნება რჩებათ, თითქოს სიკვდილი მათ დაყვებათ კუდში და მათ წაყვანას ლამობს ნებისმიერი ხერხებით.
საკმარისია ამ ადამიანს მოეწონოს რამე, დაიჯეროს რაიმესი და მის ცხოვრებაში ინგრევა და იშლება ის რაც მოეწონა და რისიც დაიჯერა. ეს ძალები ცდილობენ მუდმივი ადამყოფობებით დაანგრიონ მისი სხეული, რათა რაც შეიძლება მალე შესძლონ მისი სულის განთავისუფლება და წაყვანა. არის კიდე მეორე პრობლემა – როდესაც ფეხმძიმე დედა, ოჯახში უსიამოვნების შედეგად წყევლის მის მდგომარეობას და ჯერ კიდევ არ დაბადებულ ბავშს… ალბათ გაგიგონიათ როცა უთქვამთ: ამ ფეხმძიმობის გამო იძულებული ვარ დავრჩე ამ ოჯახში, ბავშვით სად წავიდე, წყეულიმც იყოს ის დღე, როცა დავფეხმძიმდი…“ არ ითამაშოთ თქვენი შვილის სიცოცხლით, თუ გადაწყვიტეთ აბორტის გაკეთება გაიკეთეთ, რასგან ამ დროს თქვენ იძახებთ ამ ძალებს და ისინი ეწებებიან თქვენი შვილის სულს და სანამ არ წაიყვანენ არ გაჩერდებიან.
მოკლედ, მეგობრებო, ასეთ ძალებს არ ახასიათებთ არანაირი გრძნობები, არც შეცოდება, არც სიყვარული, არც სიძულვილი, ისინი მოვიდნენ კონკრეტული დავალების შესასრულებლად და ამ დავალების რაც შეიძლება ადრე შესასრულებლად გააკეთებენ ყველაფერს.
ამ ტვირთს, ეს ადამიანები ატარებენ მანამ, სანამ მას ამ ბეჭდისგან არ გაანთავისუფლებს ამ საქმის მცოდნე სპეციალისტი.