მეორე ნაწილი მე დამეწყო ნერვიული კანკალი. ვიცოდი, რომ შიშის გამოვლენის შემთხვევაში არ გაგვიშვებდნენ ცოცხლებს, ამიტომ სიმშვიდე შევინარჩუნე და ჩემს გუნდს ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყვნენ და კონცერტი გაეგრძელებინათ, ეს იყო ჩვენი ერთადერთი გამოსავალი. ჩემი გუნდის ერთ-ერთმა მუსიკოსმა, როცა დაინახა, რომ გოგონა უგონოდ დაეცა, მოვიდა ჩემთან და მკითხა, თუ რა მოხდა? მე დავძლიე ჩემი შიში და ვუპასუხე, რომ […]

ქუვეითელი მომღერლის, ნორა ტაგაკას ისტორია – კონცერტი ჯინებთან.
ნაწილი პირველი. ქუვეითელი მომღერლის, ნორა ტაგაკას ისტორია – კონცერტი ჯინებთან. მომღერლის მონაყოლიდან: – მე მქვია ნორა. 25 წლის წინ მე ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მომღერალი ქუვეითში. ქუვეითის ყველაზე შეძლებული ოჯახები მიწვევდნე მე და ჩემს მუსიკალურ გუნდს ოჯახის ღირსშესანიშნავი თარიღების მუსიკალურად გასაფორმებლად. მე ვმეღორი მათი და მათი შვილების ქორწილებში, დაბადების დღეებზე და ჩვენ ვიყავით […]

შეხვედრა ეშმაკებთან
შეხვედრა ეშმაკებთან ბავშვობაში ბებია გვიყვებოდა ასეთ ამბავს – მათი თანასოფლელს ტყეში გზა აბნევია და დაკარგულა. რამოდენიმე საათიანი სიარულის შემდეგ მიდგომია ტყეში ერთ ხილს სახლს. ამ სახლში უცნობი ადამიანების დიდი ღრეობა და დროსტარება ყოფილა, კაცს მაინც დაუკაკუნებია სახლის კარზე, მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ იცნო ეს ადამიანები, ისინი არც მისი თანასოფლელები და არც მეზობელი სოფლებიდან ყოფილან. […]

შემთხვევა ქალაქ ვოლგოგრადში
შემთხვევა ქალაქ ვოლგოგრადში როგორც ვიცით მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. მისი მიმდინარეობის დროს 60 მილიონამდე ადამიანის სული გადავიდა ამ ქვეყნიდან სულთა სამეფოში, მარადისობაში, მათ შორის 20 მილიონი – მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ძალიან ბევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, რომელთა კვალსაც ვერც ცოცხლებში მიაგნეს და ვერც მკვდრებში. დაკარგულ აოჯახის წევრებს, ომის დასრულების შემდეგ […]

დახმარება ,,იმ ქვეყნიდან”
დახმარება ,,იმ ქვეყნიდან” 90 წლის ქალის მონაყოლიდან… ბებიაჩემის ოჯახი მაღალმთიან რაიონში ცხოვრობდა. მახსოვს ბავშვობაში ის მიყვებოდა, რომ მათი სოფლიდან მამაკაცები ხშირად დადიოდნენ ტყეში შეშის დასაჩეხად. ასე წასულა მათი მეზობელიც ტყეში, ცხენზე ამხედრებული, შეშის მოსატანად, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ, ის შეშინებული დიდხანს აღარ ეკარებოდა თურმე ტყეს. ბებიაც იხსენებდა მის მონაყოლს – თურმე მას ტყეში თავგზა აბნევია […]

კატები და კუდიანები
ქართული დემონოლოგიური გადმოცემების უაღრესად აქტიურ პერსონაჟს წარმოადგენს კატა, რომელიც უწმინდურ ცხოველად მიაჩნდათ და მისი დემონიზაცია, როგორც ჩანს, დასავლეთ ევროპული ტრადიციიდან მომდინარეობს. XIII საუკუნის შუა წლების ცნობილი ფრანცისკანელი ბერის ბერთოლდ რეგენსბურგელის ქადაგების მიხედვით, შავი ჭირის ეპიდემია ქვეყანაში კატის ამოსუნთქვით ვრცელდებოდა. ღამეული სეირნობის, უხმაურო გადაადგილებისა და სიბნელეში მანათობელი თვალების გამო, შუა საუკუნეების ევროპაში კატა უწმინდური ძალების განსახიერებად, […]

კუდიანები
განსაკუთრებული სიავით გამოირჩევიან კუდიანები, რომლებიც ადამიანები არიან, მაგრამ ავსულთა წრეში მოექცნენ და მათი ბუნება შეიძინეს. კუდიანებად ორივე სქესის ადამიანები არიან ცნობილნი, მაგრამ მამაკაცები თითოოროლაა, ქალები კი – საკმაო რაოდენობით. კუდიანებს ორი სული აქვთ: სუფთა და არაწმინდა. კუდიანი თვითონაც ავი ძალაა. დღისით იგი შერწყმულია სუფთა სულთან, ღამით კი მას დაძინებულს ტოვებს და მიდის სამოქმედოდ – ხან […]

კუდიანების წამება ქართულ და ჩრდილოეთ კავკასიის გადმოცემებში
ვ. ლომინაძის ცნობით, კუდიანისთვის ფიზიკური წამების მიყენება დანაშაულად კი არ ითვლებოდა, არამედ ღვთის მაამებელ საქმედ მიაჩნდათ. საზოგადოებას, რომელსაც სწამდა კუდიანთა არსებობა, დემონურ არსებათა მიმართ განსაკუთრებული შიში ამოძრავებდა. ადამიანები ყვებოდნენ შემაძრწუნებელ ისტორიებს კუდიანთა ვნებებზე. ამიტომაც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კუდიანებისგან თავის დასაცავად ხალხი უსაფრთხოების სასტიკ ზომებს იღებდა. დემონური ძალების მიმართ შიშს თან სდევდა კოლექტიური ძალების გააქტიურება. ჩრდილოეთ […]

ინკვიზიცია
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (381 წლის თევდოსის ედიქტი), წამოიჭრა იმპერიის მთლიანობის დაცვის პრობლემა რელიგიის ერთიანობის გზითაც. ეკლესიის ზოგიერთმა მამამ, მათ შორის წმიდა ავგუსტინემაც, გაამართლეს არამართლმორწმუნე თუ ერეტიკულ სწავლებებთან ბრძოლის მიზნით იძულების გამოყენება. IV-V საუკუნეებიდან სახელმწიფო ერეტიკოსებს (ერეტიკოსი – მონათლული ადამიანი, რომელიც, მიუხედავად ქრისტიანის სახელის შენარჩუნებისა, უარყოფს ან ჯიუტად ეჭვქვეშ აყენებს ღვთაებრივი და კათოლიკური სარწმუნოების […]

კუდიანების დევნა
1450 წლიდან 1700 წლამდე ევროპაში დაახლოებით 100,000 ადამიანი შეეწირა ეგრეთ წოდებულ “კუდიანების დევნას”. ჩრდილოეთი და ცენტრალური ევროპის უდიდეს ნაწილში მსხვერპლთა 75-80 პროცენტს ქალები შეადგენდნენ. “ტიპური” კუდიანი, როგორც ასეთი, არ არსებობდა. დადანაშაულებულთა და დაპატიმრებულთა შორის შეიძლება ყოფილიყვნენ როგორც 8-9 წლის ბავშვები, ისე მოხუცი ქალები. არ არსებობდა განმსაზღვრელი სოციალური კლასი: კუდიანად ბრალდებული შეიძლება ყოფილიყო როგორც ძალიან ღარიბი, […]