იმის შეგრძნება, რომ სახლში არის რაღაც ზებუნებრივი, შესაძლებელია არა მხოლოდ მისი თვალით დანახვით, არამედ იმის შეგრძნებითაც, რომ ვიღაც გითვალთვალებთ.
ჩვეულებრივ, სხვა სამყაროს სტუმრებს შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული სუნი და სწორედ ესა თუ ის სუნი ყველაზე ხშირად მიგვითითებს იმაზე, რომ თქვენს გვერდით ვიღაც არის.
მოდით გავარკვიოთ, კონკრეტულად რა სუნებს იგრძნობს ადამიანი, თუ მის მახლობლად არის ზებუნებრივი არსება:
გახსოვდეთ, ზებუნებრივი არსების ან და მოჩვენების არსებობა შეიძლება მიუთითებდეს როგორც იმაზე, რომ შემთხვევით ჩაგიარათ რაიმე არსებამ, ასევე იმაზეც, რომ თქვენს საცხოვრებელში შეიძლება იყოს ნივთი, რომელიც იწვევს, ეძახის, იზიდავს ამ არსებებს თქვენს სახლში და აქვს მათთან ბმა, კავშირი, ან რომ თქვენზე შავი მაგიაა გაკეთებული.
- მომჟავო რძის სუნი ჩვეულებრივ, ასეთი სუნის გაჩენა სახლში მიგვანიშნებს სხვადასხვა „ბესების“ – დაბალვიბრაციული არსებების (პატარა ეშმაკები), ჩასახლებას ჩვენს სახლში, რომლებსაც შავი ჯადოქრები უგზავნიან თავიანთ მსხვერპლებს. პატარა მავნებლები, ქურდები, მოთვალთვალეები და სხვადასხვა მისიით იწყებენ დაბინავებას მსხვერპლთან ერთად.
- დამწვარი ქაღალდის სუნი ეს სუნი ყველაზე ხშირად დაკავშირებულია სხვადასხვა სახის დემონურ ძალასთან, დემონურ სამყაროებთან. გახსოვდეთ, რომ დემონები ზოგადად არ არიან რაღაც ნეგატიური არსებები ადამიანების სტანდარტული გაგებით, ისინი არ არიან დაკავებულნი შავი მაგიის კურირებით და აქვთ სრულიად განსხვავებული მიმართულებები თავიანთი ზემოქმედებებისთვის.
- გოგირდის სუნი ყველაზე ხშირად ჩნდება ბნელი ტიპის არსებებისგან, მაგალითად, ადამიანზე წყევლის (ნეგატივის) დადებისას. ხშირად, სწორედ ასე სუნი ასდით წყევლის კურატორებს.
- ნაგვის სუნი შეიძლება მრავალი სხვა სამყაროს სტუმრისგან მოდიოდეს. მაგალითად, ასეთი სუნი შეიძლება ასდიოდეს ვამპირულ არსებებს, ლიავრებს, ბოროტ ჯუჯებს, რომლებიც ადამიანების ნეგატივზე არიან მიჯაჭვულნი, ასეთუ სუნი ასდის ნეკრო-არსებებს და თქვენზე მიბმულ სასაფლაოს პატარა ბინადრებს. პატარებში – მათი დაბალი რანგი იგულისხმება. ზოგადად, ნაგვის სუნი ყველაზე შემაწუხებელია, და მისი მატარებლები საკმაოდ მომაბეზრებლად და დიდხანს აწუხებენ ადამიანს.
- ტკბილეულის სუნიც ძალიან მოსაბეზრებელია, ყველაზე ხშირად, ტკბილი სუნი წინასწარმეტყველებს ვინმეს გარდაუვალ სიკვდილს, მაგალითად – მეზობლისას. ანუ, თუ არსაიდან ჩნდება ეს უცნაური სუნი თქვენს საცხოვრებელში, მაშინ უნდა ინერვიულოთ, იმიტომ რომ ასეთი სუნი ასდის მათ, ვინც სიკვდილზეა მიჯაჭვული. ასევე, ეს სუნი შეიძლება მოდიოდეს ადამიანისგან, რომელიც უკვე ახლოსაა ამ სამყაროს დატოვებასთან.
- შემოდგომის დამპალი ფოთლების სუნი, ისევე როგორც ტკბილი სუნი, ნიშნავს სიკვდილის ანგელოზების ახლოს ყოფნას, ანდა იმ ადამიანის ახლოს ყოფნას, ვინც სიკვდილზეა მიჯაჭვული. ამასთან, ასეთი სუნი ასდის ნეკრო-არსებებს, რომლებიც ადამიანს სასაფლაოდან გამოყვა, ასთი სუნი ასდის დაუსაფლავებელ არსებებს, ანუ, როდესაც თქვენ მოგყვებათ გარდაცვლილი. ბევრი ნიუანსია, მაგრამ ასე თუ ისე, ეს სუნი ყველაზე ხშირად სწორედ მკვდრებზე მიჯაჭვულ სამყაროებს უკავშირდება.
- ყვავილების სურნელი, ამას ყნოსავენ მშვენიერი ასტრალური ბინადრები, რომლებსაც უყვართ ადამიანის თავიანთ ქსელში მიტყუება. ჰაეროვანი ყვავილების სურნელის მატარებლები, სინამდვილეში აღმოჩნდებიან ძალიან ბნელი და ბუნდოვანი არსებები, რომლებიც სიამოვნებით იყენებენ ასტრალურ ცნობისმოყვარეებს, მედიტაციის მოყვარულებს და წარსულ ცხოვრებაში ქექვის მოყვარულებს და საერთოდ ყველას, ვინც არ იცის ასტრალურ სამყაროებთან მოპყრობა.
- რა თქმა უნდა, სუნების მრავალფეროვნება შეიძლება ბევრად მეტი იყოს, მე მოვიყვანე ყველაზე გავრცელებული მაგალითები. თუ თქვენ გრძნობთ უცნაურ სუნს, რომელიც უბრალოდ არსაიდან არ უნდა მოსულიყო თქვენს გარეშემო, ეს არის მიზეზი დაფიქრდეთ იმაზე, რომ თქვენს მახლობლად გამოჩნდა ვინმე, სხვა სამყაროდან დაუპატიჟებელი სტუმარი. ის შეიძლება იყოს როგორც შემთხვევითი სტუმარი, ასევე შეიძლება მოვიდა თქვენს სახლში ვინმესთან ერთად, ან შეიძლება თქვენ თვითონ აკიდეთ ეს არსება, ან თქვენზე მოახდინეს მაგიური ზემოქმედება.