თემიდა – სამართლიანობის ქალღმერთი
თემიდას ეძახდნენ ბერძნები, იუსტიციას რომაელები, ხოლო აღმოსავლეთით, ამ ქალღმერთს ეძახდნენ კარმას.
ვინაა ქალღმერთი თემიდა/იუსტიცია?
ესაა ზევსის ერთ-ერთი ცოლი – ტიტანიდა თემიდა, რომელიც გადავიდა ღმერთების ხარისხში.
ზევსს ყავს სამი ცოლი – გერა, დემეტრია და თემიდა.
გერას ვხედავთ ზევსთან ერთად ყველა მის გამოსახულებაში, ესაა მთავარი მისი ცოლი, ასტროლოგები მას გამოსახავდნენ ყოველთვის ლომის ნიშნის ქვეშ.
თემიდა საკმაოდ რთული ქალღმერთია, მასთან მუშაობა საკმაოდ სახიფათოა, ეს ქალღმერთი მართავს სამყაროს სამართლიანობას. როდესაც მივმართავთ თემიდას მა მას ვთხოვთ გაუგზავნოს სამართლიანი სასჯელი ჩვენს მტრებს, ჩვენ უნდა ვიყოთ მთელი 100%-ით დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი მტრების წინაშე ჩვენ მართლები ვართ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვითხოვეთ უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ძალიან დიდი შანსია, რომ თემიდამ ჩვენ დაგვსაჯოს.
თემიდა ჩვენი სასამართლოს სიმბოლოცაა – სამართლის მომტანი ქალღმერთი.
სიტყვა კარმა, რომელიც ძალიან ბევრს ცოტა არასწორედ ესმის და აღიქვავს ამას მხოლოდ როგორც გარდასახვას და ხსნის ისე, თითქოს ჩვენ ვიხდით წარსული ცხოვრებიც ცოდვების მიხედვით, სინამდვილეში კარმა მხოლოდ სამყაროს სამართლიანობაა, თემიდას აღმოსავლური სახე.
თემიდას მამა, ერთი ვერსიით ურანი იყო, მეორე ვერსიით ის ქაოსში იყო დაბადებული, დედა მისი იყო დედამიწა – გეა, მისი და-ძმანი არიან კრონი, რეა, იონი, ტაია, ოკეანი, ტეფიდა… ესენი სულ მისი და-ძმანი არიან, ტიტანები. გახსოვთ ალბათ ტიტანომახიაც.
თემიდას შვილებიც ყავს ზევსისგან და არა მხოლოდ ზევსისგან, ღმერთები და ნახევრადღმერთები. ერთ-ერთი მისი შვილი არის ნემეზიდა – შურისძიების (სამაგიეროს გადახდის) ქალღმერთი. როგორც ცნობილია თემიდა ხშირად მას მიმართავს აგზავნის ხოლმე მათთან, ვის დასჯასაც გადაწყვიტავს.
თავდაპირველად თემიდას გამოსახულებას ჩვენ ვხვდებოდით თვალღიას და ხელში მას ეჭირა სიუხვის რქა, საიდანაც ის სიუხვეს ურიგებდა გაჭირვებულადამიანებს და ამით ამკვიდრებდა სამართლიანობას დედამიწაზე. მოგვიანებით სამართლიანობამ მიიღო უკვე სადამსჯელო ხასიათი და ახლა მას ვხედავთ ხმლითა და სასწორით ხელში სამართლის ასაწონად და თვალებახვეულს, როგორც მიუკერძოებელ ქალღმერთს.
მისი ერთ-ერთი და – მეტიდა, არის სიბრძნის ქალღმერთი, რომელიც ასევე ეხმარება მას სამყაროს სამართლიანობისა და წონასწორობის დაყარებაში და ასევე მისი შვილები – ევნამირი (კეთილსინდისიერება), დიკეა (სამართლიანობა), ერენა (მშვიდობა), ლახესისი (ბედისწერა) და ატროპოსი (შეუქცევადობა). მისი ერთ-ერთი შვილი, ჩვენთვის ცნობილი პრომეთეა, რომელმაც ცეცხლი მოუტანა ადამიანებს, როგორც ამბობენ დედის მითითებით. ცეცხლში სინათლე, ცოდნა და განათლება იგულისხმება რა თქმა უნდა – რისთვისაც ის დაისაჯა კიდევაც.
გაიხსენეთ კავკასიის კლდეზე მიჯაჭვული ამირანი და ჩვენი დღესასწაული – ,,ამირანობა“, ამირანი პრომეთეს პროტოტიპია.