ნაწილი პირველი.
ქუვეითელი მომღერლის, ნორა ტაგაკას ისტორია – კონცერტი ჯინებთან.
მომღერლის მონაყოლიდან:
– მე მქვია ნორა. 25 წლის წინ მე ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მომღერალი ქუვეითში.
ქუვეითის ყველაზე შეძლებული ოჯახები მიწვევდნე მე და ჩემს მუსიკალურ გუნდს ოჯახის ღირსშესანიშნავი თარიღების მუსიკალურად გასაფორმებლად. მე ვმეღორი მათი და მათი შვილების ქორწილებში, დაბადების დღეებზე და ჩვენ ვიყავით ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული ჯგუფი.
დრო გადიოდა და ჩვენი სახელი და ჰონორარი იზრდებოდა, სანამ ერთი საბედისწერო შემთხვევა არ გადაგვხვდა თავს.
ეს ამბავი მოხდა ჩვენი დასვენების დღეებში. მოულოდნელად ჩემს ტელეფონზე დარეკა უცნობმა ქალბატონმა, რომელსაც ძალიან უცნაურად ცივი ხმა ჰქონდა, მან მთხოვა მემღერა მისი ქალიშვილის ქორწილში. ის იყო უარის თქმა დავაპირე, რადგან მთელი გუნდი ვისვენებდით, რომ ქალბატონმა დააყოლა – ის გადაიხდიდა ორმაგ თანხას ერთ საღამოში. გაორმაგებული ჰონორარის წარმოდგენის შემთხვევაში, უარი ვეღარ ვუთხარი და შევთანხმდით. თანხმობის მიღების შემდეგ, ქალბატონმა მისამართი ჩამაწერინა და გათიშა ტელეფონი. ამის შემდეგ ესამბავი შევატყობინე ჩემი მუსიკალური გუნდის წევრებს, მათაც რა თქმა უნდა არ უნდოდათ დასვენების დღეებში გამოსვლა, მაგრამ როდესაც გაორმაგებული თანხის შესახებ გაიგეს, ყველამ თანხმობა განაცხადა. დათქმულ დროს შეიკრიბეთ და გავემგზავრეთ აღნიშნულ მისამართზე.
მისამართი ძნელად მისაგნები აღმოჩნდა, რადგან ძალიან მივარდნილ ადგილს გავდა, ამის გამო მე შინაგანად ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ როდესაც მივედით, ადგილზე დაგვხვდა დიდი კერძო სახლი განათებული, საზეიმოდ გაფორმებული, სადაც უკრავდა ხმამაღალი მუსიკა, იყო ძალიან ბევრი სტუმარი და ჩვენც შევედით სახლში.
პირველი, რაც თვალში საცემი იყო – ეს იყო სტუმრების ძალიან უცნაური ჩაცმულობა. სახლში შესვლისთანავე შემოგვეგება დიასახლისი, ეს იყო სწორედ ის ქალბატონი, ვინც მე მესაუბრა ტელეფონზე, მე ის ისევ უცნაური ხმით ვიცანი და როდესაც მან გულღია მიღების ნიშნად გადამკოცნა, მე ვიგრძენი, რომ მას ქვასავით მკვრივი სახის კანი ჰქონდა. მისი ტანსაცმელიც ძალიან უცნაურად მეჩვენა, მაგრამ მე ჯიუტად ვაგრძელებდი შინაგანი წინათგრძნობის და შიშის იგნორირებას და ჯიუტად არ ვიმჩნევდი უსიამოვნო განცდას. ჩვენმა უცნაურმა დიასახლისმა შეგვიყვანა სახლის სიღრმეში და გვაჩვენა ოთახი, სადაც შეგვეძლო დაგვესვენე, ტანსაცმელი გამოგვეცვალა და მოვმზადებულიყავით კონცერტისთვის. ჩვენ მალევე მოვწესრიგდით და გამოვედით სტუმრების წინაშე გამოსასვლელად. როგორც კი მე დავიწყე სიმღერა, სტუმრების რაოდენობა ჩემს თვალწინ გაიზარდა და ჩვენს გარეშემო მოგროვდა, მათ დაიწყეს ცეკვა, მაგრამ ეს იყო ძალიან უცნაური ცეკვა, ის უფრო როკვას გავდა და ჩემში სულ უფრო და უფრო მეტ შიშს იწვევდა. მე ამ ჩემს დაძაბულობას მაქსიმალურად ვმალავდი, არ ვიმჩნევდი და არც ჩემი გუნდის წევრებს ვუმხელდი, ისინიც აგრძელებდნენ მუსიკის დაკვრას, სანამ ერთმა გოგონამ ჩვენი გუნდიდან არ დაკარგა გონება. ის იყო, მივუახლოვდი გულწასულ გოგონას, რომ დავინახე ჩემი გუნდის წევრი მამაკაცის შეშინებული, გაყინული მზერა და როდესაც თვალი გავაყოლე იმ მიმართულებით, საითაც ჩვენი მუსიკოსი იყურებოდა, დავინახე ხალხი, რომლებიც როკავდნენ და ხტოდნენ უგონოდ, არანორმალური ძალით, მათი ფეხები არ გავდა ადამიანის ფეხის ტერფებს, ეს იყო ჩლიქები – თხების ფეხები და აქ უკვე მეც ამიტანა კანკალმა, მაგრამ ქვეცნობიერი მეუბნებოდა, რომ ჩვენ ახლა თუ გავამხელდით ჩვენს ეჭვებს, ვაჩვენებდით ჩვენს შიშს, აქედან ცოცხლები ვერ გავიდოდით.
(იხილეთ მეორე ნაწილი).