რიტუალი – ქრისტიანული რელიგიისგან გათავისუფლებისა და წინაპართა ღმერთებთან დასაბრუნებლად

ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ მხოლოდ საკუთარი თავისუფალი ნებითა და გაცნობიერებულად, როდესაც გვინდა გათავისუფლება ებრაელთა რელიგიური ეგრეგორისგან, მისი რელიგიური ბეჭდისგან და ბლოკებისგან და მყარი კონტაქტის დამყარება წინაპართა ღმერთებთან, წარმართულ ცოდნასთან და წინაპართა უზენაეს ძალებთან.
აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ უკან, რელიგიურ ეგრეგორიში დაბრუნება იქნება ძალიან რთული და დასჯადი ქმედება, ამიტომ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით.

შესავალი: ქრისტიანულ ეგრეგორზე უარის თქმა ორ ეტაპად ხდება. პირველი არის თქვენი საკუთარი გაცნობიერება და უკვე მსოფლმხედველობაში – განქრისტიანება. შედეგად, სიზმრებში დაგეწყებათ წინაპრების, ძველი ღმერთების გამოცხადება, ცხოვრების შეცნობა უფრო სრულყოფილად, უფრო ნათლად და უფრო დიდი ძალით იგრძნობა, ვიდრე ადრე, შეხედულებები გაფართოვდება, შეცნობის სურვილი უფრო მძაფრი გახდება, გაიხსნება შინაგანი ინტუიცია, ქვეცნობიერი უკეთ იმუშავებს. თქვენ თვითონ იგრძნობთ, რომ ქრისტიანული ეგრეგორი აღარ გართმევთ ენერგიას, აღარ გწოვთ ძალებს, აღარ გზღუდავთ.
მეორე ეტაპი არის მშობლიურ ღმერთებთან გაერთიანება, თუმცა ქრისტიანულ ეგრეგორზე უარის თქმა უკვე გარკვეულწილად არის საკუთარ ფესვებთან გაერთიანება.

ეტაპი I — გათავისუფლება ქრისტიანული ეგრეგორისგან
დაგვჭირდება: შავი ქსოვილი 1 მეტრი 3 ნაჭერი: ერთს დაიფენთ ფეხქვეშ, მეორეს საკურთხეველზე, მესამეს – თავზე. ჭიქა წყალი, შავი პური, მარილი, სამი შავი ან ლურჯი ფერის ცვილის სანთელი.

რიტუალი უნდა ჩატარდეს ზედიზედ სამი ღამე, ხუთშაბათის ღამის გამოკლებით, 00:00-დან 3:00 საათამდე სრულიად შიშველ მდგომარეობაში.
საკურთხეველზე ვალაგებთ ატრიბუტებს, ფეხშიშველები ვდგებით შავ ქსოვილზე, თავსაც ვიფარებთ შავი ქსოვილით, ავანთებთ სანთლებს და 6-ჯერ წარმოვთქვამთ შემდეგ ტექსტს:

„მე, დაბადებული (აქ ვასახელებთ დაბადების სახელს და ნათლობის სახელს), უარს ვამბობ ქრისტიანულ ღმერთ იახვეზე, ასევე უარვყოფ მის ძეს ქრისტეს, მის მშობელ მარიამს, ყოველგვარ ქრისტიანულ სიწმინდეზე. ასევე უარს ვაცხადებ ყოველგვარ ქრისტიანულ – რელიგიურ სახლებზე და ისინი ჩემთვის დღეიდან აღარ წარმოადგენენ სიწმიდეებს.
მე უარვყოფ და სამუდამოდ ვიხსნი ქრისტიანულ ატრიბუტიკას, ყველა სიმბოლოს.
მე დღეიდან არ ვიცავ ქრისტიანულ წესებს, განვერიდე ხელოვნურად შექმნილ რელიგიას და მის სისხლიან მკვდარ ძალას. მე ჩემთვის ვკეტავ ყველა იმ გზას, რომლებსაც მივყავდი ქრისტიანული ტაძრებისკენ და ხელოვნურად შექმნილ ქრისტიანული რელიგიისკენ.
მე სახელად (აქ ვასახელებთ მხოლოდ დაბადების სახელს) სამუდამოდ გავდივარ ქრისტიანული რელიგიიდან და ვუტოვებ რელიგიას მის მრევლს.
ფიცს არ გავტეხ და ჩემს ნათქვამს უკან არ წავიღებ, სამუდამოდ უარვყოფ იახვეს, იაღოვას, ქრისტეს, მარიამს, ქრისტიანულ ეკლესიას, ქრისტიანულ ძალას და მის ეგრეგორს.
არ ვიცავ ქრისტიანულ დოგმებს, ვუშვებ ხელოვნურ სისხლიან ქრისტიანულ ძალას ჩემგან, ვხურავ ჩემს გზებს ქრისტიანული ეკლესიისა და ქრისტიანული რწმენისკენ.
დაე, ჩემი ფიცის მოწმეებად მყავდეს ძველი ბნელი ღმერთები და ჩემი მამების ღმერთები, და ჩემი წინაპრების სულები, და სულები, რომლებიც ჩემს გარშემო არიან, რომ ჩემი გადაწყვეტილება ჩემს მიერ გაცნობიერებულია, გააზრებულია და სამუდამოა და მტკიცეა. ფიცს არ დავარღვევ, ნათქვამს უკან არ წავიღებ. სამუდამოდ უარს ვამბობ იეჰოვაზე, ქრისტეზე, ღვთისმშობელ მარიამზე, ქრისტიანულ ეკლესიაზე, ქრისტიანულ ძალაზე და მის ეგრეგორზე.
ვიხსნი თავიდან რელიგიურ ეგრეგორთან ბმას, ვწყვიტავ მასთან კავშირს და ამიერიდან აღარ ვკვებავ მის ძალას.
არ მაქვს კავშირი მასთან!
არ მაქვს ბმა მასთან!
არ ვაძლევ ჩემს ენერგიას მას!
ასე იყოს! და ასეც იქნება!“

შემდეგ – პურს მარილში ვასველებთ და ვამბობთ: „მამების რწმენას ვუბრუნდები. პურს, მარილს წინაპრებთან და ჩემი წინაპრების ღმერთებთან ვიზიარებ. მე არ ვარ ღვთის მონა, ამიერიდან და უკუნისამდე ღმერთების შვილი ვარ. ასე იყოს! მიიღეთ ჩემი ტრაპეზი.“ – პურს ვჭამთ.

ჭიქას ხელში ვიღებთ და ვამბობთ: „როგორც წყალი მარადიულია და უსასრულო, ასევე ჩემი ფიციც უძველეს ღმერთებთან მარადიული და ურღვევია. ასე იყოს!“
მას შემდეგ რაც სანთლები ბოლოდე ჩაიწვება, მაშინვე დასაძინებლად ვწვებით და არავისთან არ ვლაპარაკობთ.

მეორე დღეს, მას მერე რაც გამოვედით რელიგიური ეგრეგორიდან, სახლს ვანთავისუფლებთ ამ რელიგიის ყოველგვარი ატრიბუტიკისგან. ვაგროვებთ ყველაფერს და მიგვაქვს უახლოეს ეკლესიათან და იქვე სადმე ვტოვებთ. ამ რიტუალის შემდეგ არ შეიძლება ვიყოთ არცერთი ბავშვის ნათლია, არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ქრისტიანობასთან დაკავშირებულ დღესასწაულებში, თორემ ეს ფიცის დარღვევა იქნება. ამიტომ, ამ ნაბიჯის გადადგმამდე კარგად დაფიქრდით!

მეორე ეტაპი შეგვიძლია ჩავატაროთ მას მერე როცა მზად ვიქნებით ამისათვის.

ეტაპი II
განქრისტიანების მეორე ეტაპი საბოლოოდ გაგვაერთიანებს ჩვენ იმ ძალებთან, რომლებიც უძველესი დროიდან იყო ცნობილი და ჩვენი წინაპრების მიერ თაყვანისცემული, იმ ძალებთან, რომლებიც ამიერიდან დაგვეხმარებიან თხოვნებში, დაგვიცავენ და წინ გაგვიძღვებიან ცხოვრებაში, თუ მათი ერთგულნი ვიქნებით. გრძნობები შეიძლება გაძლიერდეს, ცვლილებები ქვეცნობიერში უფრო შესამჩნევი გახდება, სიზმრები უფრო ნათელი, უჩვეულო და ინფორმაციული.

დაგვჭირდება: წითელი საკურთხეველი, 5 წითელი სანთელი, პური და მარილი.
რიტუალი უნდა ჩატარდეს ღამის 00:00-დან 03:00 საათამდე.

დარჩენილი პური მეორე დღეს ხის ქვეშ უნდა წაიღო და დატოვო იქ და მდუმარედ გამობრუნდე და წამოხვიდე.
დასასრული: ამის შემდეგ გრძნობები შეიძლება გაძლიერდეს, სიზმრები გახდეს მკვეთრი, განსაკუთრებული და სავსე მინიშნებებით. ამიერიდან ძველი ძალები დაგეხმარებიან, თუ ერთგული იქნები მათი.

„მე, რომელმაც მივიღე ჩემი წინაპრების ღმერთები,

მე – ჩემი გვარისა და ჩემი მამების ღმერთების შვილი ვარ,

სრულ გონებაზე და მტკიცე მეხსიერებით,

ჩემი ნებით და გააზრებით, ერთგულების ფიცს ვდებ ჩემი საგვარეულო ძალისა და მშობლიური ღმერთების წინაშე.

ო, ჩემი წინაპრების სულებო,

ო, ნავისა და იავის ძალებო, გიხმობთ მოწმედ!

ამ წუთიდან მე ვერთიანდები ჩემი მამების ღმერთებთან,
წარმართულ ღმერთებთან და უძველეს ძალებთან ერთად.

ჩემი გონება გამძაფრდება, ჩემი ძალა გამრავლდება,

ჩემი სიცოცხლე წინაპართა ღმერთების მფარველობის ქვეშაა, ჩემი საქმე მათ მიერ კურთხეულია.

არ უარვყოფ მათ არასოდეს!
არ გადავუხვევ მათი გზიდან!

მე ვარ ჩემი წინაპრების ღმერთების თავისუფალი შვილი.

მე ვარ ჩემი წინაპრების საგვარეულო ძალის შვილი.

ბედნიერი ვარ, რომ ერთიან მთლიანობას ვქმნი დიდებულ მარადისობასთან!

ო, ღვთაებრივო არსება, მე თავისუფალი ვარ!

მე ბედნიერი ვარ!

მე ვიღებ ჩემი მამების ღმერთებს და ჩემი მამების ღმერთები მიღებენ მე.
ასე იყოს! და ასეც იქნება უკუნითი უკუნისამდე!”

ვიღებთ პურს, ვტეხთ ნაჭერს, ვასველებთ მარილში და ვჭამთ.
„გინაწილებთ პურსა და მარილს. ამიერიდან მე ჩემი წინაპრების გზაზე ვარ. დამლოცე მე, ღვთაებრივო ძალავ! აღსრულდა!“




წმენდა მარილით და სანთლით

წმენდისთვის საჭიროა:ჩვენი ნაცვამი ძველი მაისური, რომელიც მერე გადასაგდებად არ დაგვენანება, სამზარეულოს მარილი, ერთჯერადი მუყაოს ჭიქა და ცვილის სანთელი (პარაფინის არ გამოგვადგება).
საღამოს, როდესაც მზე გადავა, მაგიდაზე გავფენთ მაისურს, ზედ დავდგავთ მუყაოს ჭიქას, ჩავყრით იმდენ მარილს, რომ მარილმა სანთელი დაიჭიროს.
ტექსტს ვკითხულობთ ექვსჯერ:
,,მარილიანი ცრემლებით იტირეთ ჩემო მტრებო, მოშურნეებო, ვინც მე ჯადო გამომიგზავნა, ვინც მე ცუდი მისურვა, შავი ძალები ჩემსკენ მომართა, ვინც მე ჯადო გამიკეთა ჭურჭელში თუ უმ ხორცზე, ან სასაფლაოზე – ყველაფერი გადადი მარილზე!
რაც ჩემზე წაიკითხეს და ჩემი მისამართით წარმოთქვეს, სავსე მთვარეზე თუ კლებად მთვარეზე, დღისით თქვეს თუ გვიან ღამით, მთვარის ამოსვლისას თუ ჩასვლისას – ყველაფერი გადადი მარილზე!
რაც წაიკითხეს და გამომიგზავნეს, რაზეც დამწყევლეს და დაასვეს შავი ბეჭედი, რაც მისცეს აღმოსავლეთის ცეცხლს, თვალი და წყევლა, შავი დაწყევლა – ყველაფერი გადადი მარილზე!
ვინც საიდუმლოდ წაიჩურჩულა ჩემს თავზე, ვინც ჩემს უკან ჯადო მესროლა, რაც საიდუმლოდ ჩემს სახელზე შეიქმნა, ჩემს სახელზე გაკეთდა, ჩემს კვალზე წაიკითხეს, ჩემს გზაზე გაკეთდა, ჩემს ჩრდილზე წაიკითხეს და გაკეთდა – გადადი ყველაფერი მარილზე!
ვინც საიდუმლოდ წაიჩურჩულა ჩემს თავზე, ვინც ჩემს უკან ჯადო მესროლა, რაც საიდუმლოდ ჩემს სახელზე შეიქმნა, ჩემს სახელზე გაკეთდა, ჩემს კვალზე წაიკითხეს, ჩემს გზაზე გაკეთდა, ჩემს ჩრდილზე წაიკითხეს და გაკეთდა – გადადი ყველაფერი მარილზე!გაიწმინდე ჩემო სულო, გაიწმინდე ჩემო სხეულო, ყველა სიბოროტისგან, ყველა ავადმყოფობისგან, სანთლით დაიწვი და მარილზე გადადი შავო ნიშანო, შავო დამღა, შავო ჯადო ჩემგან წადი, საუკუნით დაიკარგე, სანთლის ცრემლებით დაიწვას და მარილის კრისტალებით გაიწმინდოს ჩემი ბედი!
თუ მქონდა რაიმე ჯადო და წყევლა, ახლა აღარა მაქვს, წავიდა უკუნეთში, დამტოვა, დაიწვა და საუკუნით გამწმინდა!
ამინ! ამინ! ამინ!”

დაველოდებით სანთელი როდის ჩაიწვება მარილამდე და ჩაქრება, შემდეგ გადავახვევთ ამ ჭიქას ჩამწვარი სანთლით და მარილით დაფენილ მაისურში და უნდა გავიტანოთ ბუნებაში სადმე და დავტოვოთ ხის ქვეშ, ზედ დავაყაროთ 6 ცალი მონეტა ნებისმიერი ნომინალის და ვიტყვით – წმენდის გამოსასყიდი
გამოვტრიალდებით და წამოვალთ ისე, რომ უკან არ მივიხედავთ არავითარ შემთხვევაში.
გამოსასყიდის გატანა შეიძლება 3 დღის ვადაში, აუცილებელი არაა იმავე საღამოს რომ გავიტანოთ, თუმცა სასურველია.
რიტუალის ჩატარების დროს ელექტრო განათება ჩამქრალი უნდა იყოს, ტექსტს ვკითხულობთ მხოლოდ სანთლის შუქზე.
ამ რიტუალით წმენდის ჩატარება შესაძლებელია ყოველ 6 თვეში ერთხელ.