ტყაშმაფა

ტყის მეფე ქალი, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი, მომხიბლავი და მაცდური, დალივით ვდებიანი ქალღმერთი. ხალხური წარმოდგენით ოქროსთმიანი, ზოგჯერ შავთმიანი ღვთაებაა, რომელზეც მონადირის ბედ-იღბალია დამოკიდებული.

გადმოცემით, თუ ტყეში გზა აგებნათ, დიდი შანსია, ეს ტყის დედოფლის დამსახურება იყოს და მისი ხილვის საშუალებაც მოგეცეთ. და თუ ამავდროულად ახალგაზრდა და კარგი შესახედაობის მამაკაცი ხართ, ტყაშმაფა ყველანაირად ეცდება, ვნება გაგიღვიძოთ, შეგაცდინოთ. მერე ორივე ხელის თითებს გაშლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ათი წლით მასთან დარჩენას გთხოვთ. არ უნდა დაიბნეთ და ხმის ამოუღებლად ერთი თითი უნდა აჩვენოთ. მცირე ვაჭრობის შემდეგ ტყაშმაფა დაგთანხმდებათ და თქვენც მხოლოდ ერთი წლით ჩამოშორდებით აქტიურ ცხოვრებას.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცადოთ ტყის დედოფალთან დალაპარაკება, თორემ, დიდი ალბათობით, ჭკუაზე შეცდებით. თუ დათქმული ვადის შემდეგ სატრფოები მშვიდობიანად დაცილდნენ ერთმანეთს, ტყაშმაფა სიკეთითა და სიუხვით აჯილდოებს მამაკაცს.

თვითონ ტყაშმაფას ოჩოკოჩი (ტყის ვაცკაცი) დასდევს დასამორჩილებლად, მაგრამ იგი გაურბის და, როგორც წესი, ადამიანი ეხმარება ოჩოკოჩისგან თავის დაღწევაში.

ხანდახან ტყაშმაფა წყლის პირს შიშველი ზის, ვერცხლის სავარცხლით ივარცხნის კოჭებამდე ჩამოგრძელებულ თმებს. ვაი, იმ ცნობისმოყვარეს, ვინც ამ დროს უთვალთვალებს ტყის დედოფალს. თუ მან კაცს თვალი შეასწრო, გააგიჟებს.

სავარცხელი როგორც ალისთვის, ისე ტყაშმაფასთვის ძალიან ძვირფასია. მისი დაკარგვა აცოფებთ და სამუდამოდ აკარგვინებს მათ სიმშვიდეს. როგორც ჩანს, სავარცხელი იმავე მნიშვნელობისაა ამ არსებებისთვის, როგორც ქალღმერთ დალისთვის მისი თმა (ალი და ტყაშმაფაც გამოირჩევიან გრძელი და არაჩვეულებრივად ლამაზი თმებით). თმა, მითოლოგიური სიმბოლიკით, სიცოცხლის ძალის შემცველია.

ერთი მეგრული გადმოცემით, კაცმა წყლის პირას ნახა ტყაშმაფა, რომელმაც თმა დაივარცხნა და სავარცხელი ლოდის ქვეშ დამალა. კაცს მოეწონა იგი, მიეპარა, თმა ხელზე დაიხვია და მოჭრით დაემუქრა. შეშინებული ტყაშმაფა დაჰყვა მის ნებას და ცოლად გაჰყვა. ერთი ჩვევა კი ვერ მოიშალა: როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, კვირაში ორჯერ მაინც წავიდოდა იმ ხევში, თავს დაიბანდა, დაივარცხნიდა და წამოვიდოდა. სავარცხელს ისევ ლოდის ქვეშ მალავდა. ერთხელ ქმარმა მოიპარა ის სავარცხელი, რომ ცოლი ხევში აღარ წასულიყო. თავის დასაბანად მისულმა ტყაშმაფამ სავარცხელი რომ ვერ ნახა, საშინელი კივილი მორთო, მთელი ხევი გადააბრუნა. შემდეგ მივიდა სახლში, სამივე შვილს მოუყარა ერთად თავი. ერთი მამას მიუგდო, ერთი მხარზე გადაიგდო, მესამეს დააბიჯა ფეხი, შუაზე გახლიჩა, ნახევარი მამას მიუგდო, ნახევარი ზურგზე მოიკიდა. მობრუნდა, დასწყევლა: „არც ამოწყდი და არც მოშენდიო“ და ტყეს მისცა თავი.

,,ტყაშმაფას ძაღლების ეშინია! ტყაშმაფა მეც მინახავს, თეთრადაა მორთული, ციცინათელასავითაა, დასრიალებს. მე როცა ვნახე, ჭენჭყრობზე მიდიოდა. წყალი უყვარს.

ტყაშმაფა კაცს ჭკუიდან შეშლის. ჩემი ბიძაშვილი ყავს შეშლილი. ტყეში მიდიოდა თურმე, ტყაშმაფა დადევნებია და დაუძახია სახელი, მას ხმა არ გაუცია. სახლამდე მოჰყოლია. შეუშლია. ტყაშმაფას შეშლილი კაცი უბედურია. მერე არავის უჯერებს. მხოლოდ ტყაშმაფას ემორჩილება. ტყაშმაფამ უბედური წყევლა იცის. ჩემი ბიძაშვილი ტარიელივით კაცი იყო. დაწყევლა და დაღუპა ამით. დაუწყევლია: კაცობა წაგრთმეოდესო. მერე ცოლი არ შეურთავს, ისე გარდაიცვალა.

ტყაშმაფასთან ჩემი ბიძაშვილი ყოველთვის იქით დადიოდა. ზოგჯერ სახლშიაც მიაკითხავდა, ხოლმე, მაგრამ ტყაშმაფას ძაღლების ეშინია. როგორც კი ძაღლის ყეფას გაიგებს, გაიქცევა. ტყაშმაფა რომ მოვიდოდა, დაუძახებდა ჩემს ბიძაშვილს. ბევრჯერ დაუდარაჯდნენ, მაგრამ ვერ მოიხელთეს. იმის დაჭერა ხომ არ შეიძლება არასგზით.

ტყაშმაფა სიკვდილამდე აწვალებდა ჩემს ბიძაშვილს:” – ბარბარე მალანია




გაცი და გაიმი (წარმართული პანთეონის ღმერთები) 

ქართული მითოლოგიის ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან მოუტანიათ. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა არმაზის მთაზე, რომლებიც ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი „ყველაზე იდუმალის გამგეებად“ მოიხსენიება.




ოჩოკოჩი – ნადირთმფარველი

ოჩოკოჩი − (მეგრ. “ვაც-კაცი”)

ტყიური არსება, ტყაშიმაფას ანტაგონისტი, რომელსაც იგი სდევნის და, თუ მოიხელთა, ძალადობს მასზე.

ოჩოკოჩი ბალნით არის დაფარული, მკერდის ძვალი ვულივით აქვს წამოზრდილი, ეს მისი ბუნებრივი იარაღია: მკერდით ეჯახება მოწინააღმდეგეს და შუაზე აპობს. ოჩოკოჩი ადამიანს ჩამოგავს, მაგრამ ადამიანურად ვერ მეტყველებს, სარჩოს ვერ იპოვებს – ნადირობა არ იცის. ამიტომ იძულებულია ნადირთა მწყემსს ტყაშიმაფას გამოსტყუოს ან ძალით წაართვას ნანადირევი. ხშირად მონადირესთან მიდის, რომ ერთი ნაჭერი ირმის ხორცი შეჭამოს და ღვინო დალიოს, ცეცხლთან გათბეს. ცოტას წაიძინებს და კვლავ ტყეს მისცემს თავს. ოჩოკოჩი ბრიყვი და უგუნური არსებაა, მშიერ-მწყურვალი დაეხეტება ტყე-ღრეში და მდინარის ნაპირებზე. ერთი ჩვეულება აქვს: მსროლელს სთხოვს, კიდევ მესროლეო და, თუ მონადირემ მეორედ ესროლა, ოჩოკოჩი მას ჭკუიდან შეშლის.

ორი სვანი მონადირე წასულა ჯიხვბზე სანადიროდ. ტყეში ცეცხლი გაუჩაღებიათ, თოფები ხეზე მიუყუდებიათ, აპირებდნენ ტყეში ღამის გათევას. ცეცხლი რომ დაუნახავს შეციებულ და მშიერ-მწყურვალ ოჩოკოჩს, მოსულა და თავზე წადგომია მონადირეებს. დაფრთხნენ მონადირეები, უკან მოუხედავად გაიქცნენ. მერე იფიქრეს, თოფები რატომ დავკარგოთ, ოჩოკოჩი წასული იქნებაო და მობრუნდნენ. ხედავენ, ოჩოკოჩს აუღია მათი თოფები და დამტვრევას ცდილობს. ბოლოს, ცეცხლში ჩააგდო ლულები და იფეთქა წამალმა, და გავარდა თოფი. ახლა ოჩოკოჩი დაფრთხა და გაიქცა.

სოფელ ჯვარის მახლობლად, ოხანქუეში ცხოვრობდა ერთი განთქმული მონადირე, სახელად ჯვიბა. ერთხელ ზამთარში ჯვიბა ირემზე სანადიროდ გაემართა მთაში. მოკლა ირემი და უკანა გზაზე ტყეში დააღამდა. დაანთო ცეცხლი, ირმის ხორცი აქნა და, ის იყო, უნდა შეეწვა, რომ ორი უზარმაზარი ოჩოკოჩი – კაცი და ქალი დაადგა თავზე. ქალმა ჯვიბას ირმის ხორცი სთხოვა. ჯვიბამ იცოდა, რომ თუ ოჩოკოჩს პასუხს გასცემდა, უსათუოდ ჭკუაზე შეიშლებოდა. ამიტომ არც არაფერი უთხრა და ხორციც არ მისცა. კაცმა ოჩოკოჩმა უთხრა ქალ ოჩოკოჩს: მოიცადე, ჯვიბა დაიძინებს, მოვკლავ და შევჭამ, ირმის ხორცი კი შენ დაგრჩებაო. ჯვიბა წამოწვა დასაძინებლად, მაგრამ არ დაუძინია, მთელი ღამე ფხიზლობდა. ოჩოკოჩებს კი ჩაეძინათ ცეცხლთან. ადგა ჯვიბა, აიღო ბასრი ხანჯალი და წვერაღმა მიწაში ჩაარჭო, და ზედ ნაბადი გადააფარა, თავად კი ხეზე აძვრა. გაეღვიძა ოჩოკოჩს და, ხედავს, ნაბადია და დააცხრა ნაბადს, გავგუდავ ჯვიბასო. მაგრამ მკერდში ხანჯალი შეერჭო, გამწარებული ფეხზე წამოვარდა და ჯვიბას დაუწყო ძებნა. ჯვიბამ კი ზემოდან თოფი დაჰკრა და დაჭრა ოჩოკოჩი. ოჩოკოჩის ღრიალზე ქალს გამოეღვიძა და კივილი მორთო, ხომ გითხარი, ჯვიბასთან ვერაფერს გავხდებით, მაგარი კაცია-მეთქი! ბოლოს, ორივემ ხვეწნა დაუწყო ჯვიბას, მეორედ ესროლა თოფი, მაგრამ ჯვიბამ იცოდა, რომ თუ მეორედ ესროდა ოჩოკოჩს, სრულიად განიკურნებოდა და მას სიკეთეს არ დააყრიდა. ვაიკვნესით და ღრიალით გასცილდნენ იქაურობას გაწბილებული ოჩოკოჩები.




მიცვალებულის გამოცხადება თურქეთის მიწისძვრის დროს




დემონი აგრამონი

დემონი აგრამონი – შიშისა და პანიკური შეტევების გამომწვევი დემონი.

მისი მეორე სახელია აგრატიონი.

აგრამონს ადამიანებთან სტუმრობა განსაკუთრების შუადღისას უყვარს, რადგან მას აქვს უნარი მოევლინოს მათ როგორც ადამიანის სხეულით, ასევე სხვადასხვა ცოცხალი არსებების ფორმის სახით.




აბადონი

დემონი აბადონი – დამანგრეველი ძალის მქონე, უმაღლესი იერარქების მრჩეველი, მისი სახელი ზოგჯერ სამარესთან და სიკვდილთან ერთად გამოიყენება. მისი არსებობის შესახებ ჩანაწერები გაკეთებულია წმინდა წერილებში და ასევე მისი სახელი გვხვდება ბიბლიაშიც. ხშირად აბადონის აიგივებენ სატანასთან და სამაელთან. აბადონი ჯოჯოხეთის პრინცი და დემონთა მეშვიდე იერარქიის მმართველია, რომელშიც შედიან ფურიები და ერინიები.
აღსანიშნავია, რომ აბადონთან დაკავშირებით ორი სხვადასხვა ვერსია გვაქვს. გამოცხადების მიხედვით აბადონი ქვესკნელის მეფეა, ხოლო რაბინულ ტექსტსა და ძველ აღქმაში აბადონი არა პერსონიფიცირებულ ქმნილებად, არამედ გეენის (ჯოჯოხეთი) ერთ-ერთ ნაწილადაა წარმოდგენილი.

აბადონი არ ყოფს სამყაროს კეთილად და ბოროტად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დემონოლოგი თვლის, რომ ეს დემონი ხშირად კეთილი განზრახვით მოქმედებს და სჯის დამნაშავეს.

ის არის დაცემული ანგელოზი, რომელიც აგრძელებს ღმერთის მსახურებას, როგორც დამსჯელი მარჯვენა ხელი. ითვლება, რომ არავინ იცის ამ არსების ნამდვილი სახელი, დემონების ენაზე მას “არავის” უწოდებენ. ის მართავს გვალვას, აგზავნის კალიებს და სხვა კატაკლიზმებს.

აბადონის რამოდენიმე აღწერილობა შემორჩა დღემდე:

  1. პატარა ბოროტი ჯუჯა.
  2. ჩონჩხი კანისა და ხორცის ნაჭრებით დაფარული.
  3. ადამიანის მსგავსი მახინჯი არსება მემბრანული ფრთებით, გრძელი კლანჭებით და კბილებით.
  4. ასეთი გამოსახულება შემორჩენილია ზოგიერთ გრავიურაზე, სადაც აბადონი თავს ესხმის ქრისტიანებს. მე-15 საუკუნეში, როდესაც მისტიკურ არსებათა იერარქია გაიყო მათი მოვალეობებითა და ატრიბუტებით, დემონები, ჯოჯოხეთის უძლიერესი არსებები ადამიანებმა მიაკუთვნეს ბოროტ, ბნელ ძალებს, ხოლო კეთილი, ნათელი ძალები წარმოდგენილია ანგელოზების სახით. დემონოლოგები თვლიან, რომ აბადონი არის გარდაუვალი ბოროტების კონცენტრაცია, ყოველგვარი ნახევარტონების გარეშე. ლუციფერიც კი ნაკლებად მტკიცეა, რადგან ცოდვილობას მრავალი სახე აქვს. მაგრამ აბადონთან – სიკვდილისა და განადგურების დემონთან – კომპრომისი არ შეიძლება. შუა საუკუნეებში ღვთის მსახურებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ აბადონი დემონია, რომელიც ოდესღაც უფლის სამსახურში იყო ძლიერი დამღუპველი მისიით. მაგრამ ნგრევისა და მკვლელობისადმი მისი დაუოკებელი ვნების გამო, იგი უფსკრულში ჩააგდეს, სადაც მას შემდეგ იგი იკავებს ერთ-ერთი მთავარი ჯოჯოხეთის მეთაურის მაღალ თანამდებობას.



კიცუნე

კიცუნე – იაპონურ მითოლოგიაში მაქცია-მელაა,  ჭკვიანი არსება, რომელსაც გააჩნია დიდი მაგიური ძალა. ნებისმიერი მელია, რომელიც დიდხანს ცოცხლობს, შესაძლოა გახდეს კიცუნე – ანუ მელას მაგიური ძალის მქონე სული. მელიები და ადამიანები ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ ანტიკურ იაპონიაში, სწორედ ამიტომ უამრავი ლეგენდა შეიქმნა მათზე და კიცუნეც ერთ-ერთი მათგანია. კიცუნეს აკავშირებდნენ ღმერთ ინარისთან, კიცუნე მას ემსახურებოდა როგორც მაცნეს. კიცუნეს ეს როლი კი მელიის ზებუნებრივ მნიშვნელობას ამყარებდა.
ლეგენდის თანახმად ისინი ხშირად ლამაზ ქალებად,  ან მოხუცად გადაიქცევიან ხოლმე.
ახალშობილი კიცუნე ძალიან წააგავს ჩვეულებრივ მელიას. კიცუნე ცოდნასა და მაგიურ შესაძლებლობას ასაკთან ერთად იძენს, ყოველ 100 წელიწადში მას ერთი კუდი ეზრდება, საბოლოოდ კი კიცუნეს ცხრა კუდი აქვს.
ერთ-ერთი უნარი რაც კიცუნეს გააჩნია, ფორმის შეცვლაა. ისინი ადამიანების სახეს იღებენ, მაგრამ ასაკოვან და ძლიერ კიცუნეებს შეუძლიათ დიდი ხის ან მეორე მთვარის ფორმა მიიღონ.
კიცუნეს მუდამ თან აქვს მანათობელი ბურთი, ჰოში ნო-ტამა, სადაც მისი სულია მოთავსებული, მის გარეშე კი უძლური ხდება და კვდება. ადამიანის ფორმაში ყოფნის დროს, ჰოში ნო-ტამას ამულეტის ფორმა აქვს. მელიის ფორმაში ყოფნისას კი კიცუნეს ის პირით დააქვს.
არსებობს კიცუნეს ორი სახეობა – მოიობუ, რომელიც დაკავშირებულია ღმერთ ინარისთან. მოიობუ კეთილი სულია და ის არავის არაფერს არ უშავებს.
და მეორე მელა – ნოგიცუნე. ის ველური მელაა და გამუდმებით რაღაცას აშავებს.
რამდენიმე სახის კიცუნე არსებობს, რომლებიც სხვადასხვა ელემენტთან ასოცირდება როგორიცაა ცეცხლი, წყალი, ელვა და ა.შ. მაგრამ ყველაზე მთავარი რასთანაც კიცუნე ასოცირდება, ეს თავისუფლებაა, ვერავინ აიძულებს კიცუნეს გააკეთოს ის რაც მას არ სურს.
როგორც წესი, მათ ორი კუდი აქვთ, თუმცა რაც უფრო მეტი კუდი ჰქონდა კიცუნეს მით უფრო ასაკოვანი, ჭკვიანი და ძლევამოსილი იყო ის. მათი გასაოცარი ძალისა და უდიდესი პოტენციალის გამო ზოგიერთი კიცუნეს ღმერთადაც თვლიდა.
 
კიცუნეს ადამიანის ფორმის მიღებაც შეუძლია და ეს მათ განსაკუთრებულ შესაძლებლობად მიიჩნევა.
კიცუნეს მოსაკლავად აუცილებელი იყო მისი ყველა კუდი მოგეჭრა, რადგან ერთ-ერთი კუდი არის ყველაზე მთავარი და მისი ძალის წყარო გახლავთ. ისტორიებში კიცუნეს ყველაზე ხშირად ერთი, ხუთი, შვიდი ან ცხრა კუდი ჰქონდა. ცხრა კუდა კიცუნეს ბეწვი ოქროსფერი ან თეთრი ხდებოდა, ამ დროს ის ხედავდა და ესმოდა ყველაფერი. სხვა კუდები კი უსასრულო ცოდნას ანიჭებდა კიცუნეს.
მათ  შეუძლიათ კუდიდან ცეცხლი გამოუშვან და შექმნან ისეთი ძლიერი ილუზია, რომ მისი რეალობისგან განსხვავება შეუძლებელი გახდეს.
ზოგიერთ ამ კულტურაში, ისინი აძლევენ კიცუნეს ბევრად მეტ ძალას, მაგალითად, უნარს, რომ წაართვან ადამიანების გონიერება ან რომ მათ შეუძლიათ შექმნან დროისა და სივრცის მრუდი.
და ბოლოს, არიან ისეთებიც, რომლებიც ძალიან ჰგვანან ვამპირებს, სისხლს წოვენ, ღამით გამოდიან და სხვა. თუ ისინი ხედავდნენ მიტოვებულ სახლებს, მათ იყენებდნენ ბუნაგად ან დასამალად და იქ შეეძლოთ წაეყვანათ მსხვერპლი, ქალები ან კაცები.
 



კიკიმორა

სლავურ მითოლოგიაში ჭაობის არსება, რომელიც ძირითადად დედაბრის სახეს იღებდა და მსხვერპლს კარგად დამალული ელოდა. კიკიმორა ცოტას თუ ჰყავს ნანახი, რადგან გულმოდგინედ იმალება და გზააბნეულ ხალხს ძახილით ჭაობისკენ იტყუებს, რომლებიც გულუბრყვილოდ მიჰყვებიან მის ხმას და საბოლოოდ კარგად შენიღბულ ჭაობში იძირებიან. ბელარუსულ წყაროებში კიკიმორად მოუნათლავი ბავშვები იქცეოდნენ ან ისინი ვინც დაბადებამდე დაწყევლეს. ისინი ძირითადად არ ერჩოდნენ ადამიანებს, თუმცა არსებობდა გამონაკლისებიც. ახლა ცოტას სჯერა კიკიმორის არსებობის, თვითონ სიტყვა ზოგჯერ მეტყველებაში მხოლოდ ხატოვანი მნიშვნელობით გამოიყენება, როდესაც ადამიანს ეძახიან მის სასაცილო, სასაცილო გარეგნობას. ძველად ხალხს სჯეროდა: თუკიკიმორა გამოჩნდებოდა საცხოვრებელ სახლში, ეს”უწმინდური” იყო, მეპატრონეებს წარმატებული ცხოვრება არ ექნებოდათ. იატაკზე სველი ნაკვალევი მიანიშნებდა, რომ ეს ბოროტი სულები დასახლდნენ სახლში და დაიწყეს მასზე დომინირება. ჭაობისა და ტყის კიკიმორები, ქაჯეთის მეუღლეები, იტაცებდნენ ბავშვებს.ასეთი ბოროტი სულისგან გაქცევისას ხალხი წარმოთქვამდა ლოცვებს და შეთქმულებებს, ან, პირიქით, უხეშად დაწყევლილს, ქოხში და გაზქურაში ყველა კუთხეს იწმენდდა და წინადადებებით საკმეველს ასმევდა. პოპულარული რწმენა ამბობს, რომ კიკიმორებს ეშინიათ დათვების. ხალხს სჯეროდა, რომ თუკი კიკიმორას გვირგვინიდან ჯვარი უნდა შეიჭრა თმა, მაშინ ბოროტი სულები გადაიქცეოდნენ ადამიანად, რომლის წარსულს შეახსენებდა ადამიანებისთვის დამახასიათებელ ფიზიკურ შეზღუდვებს: გაბრწყინება, დემენცია, გადახრა. კიკიმორა შეიძლება გაგზავნილიყო საცხოვრებლად ჯადოქრის მიერ, მშრომელების მიერ, რომლებმაც სახლი ააშენეს და რატომღაც თავიანთ სულში უკმაყოფილება გამოთქვეს მფლობელების მიმართ. კიკიმორს იზიდავდა “უწმინდური” ადგილები, სადაც ერთ დროს დაკრძალეს უღირსი მკვდარი ან ბავშვები გარდაიცვალა. ეს არსებები ღუმელის უკან, სხვენში, მიწისქვეშეთში, მიტოვებულ შენობებში, აბანოებსა და ეზოებში ცხოვრობდნენ. დღისით იმალებოდნენ თავიანთი ხმაურითა და აურზაურით, ბოროტი სულები სახლის პატრონებს ღამით სიმშვიდეს არ აძლევდნენ. ხალხს ესმოდა ვიღაცის კაკუნი და ტრიალი ჩუმად, დილით კი ხედავდნენ ჩახლართულ მატყლს და ზოგჯერ ტრიალის სამუშაოსაც ასრულებდნენ.კიკიმორა შემაშფოთებელი არსება იყო, რომელიც სახლში ყველანაირ უბედურებას იწვევდა. ღამით ის შრიალებდა, ყმუოდა, ტიროდა და ხალხს მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევდა, ჭამდა ჭურჭელს, ტანსაცმელს ისროდა, ეზოში ცუდად იქცეოდა და ცხენებს მართავდა. ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი ბედის გარკვევა, მას კითხვებით მიმართეს, რასაც კიკიმორამ კაკუნით უპასუხა.ამ ქმნილების გარეგნობის შესახებ სხვადასხვა აღწერა არსებობს, მაგრამ, როგორც წესი, ეს არის ძალიან პატარა მახინჯი მოხუცი ქალი, ტანსაცმელში გამოწყობილი. ზოგი კიკიმორას ხედავდა, როგორც გოგონას, რომელსაც ზურგს გრძელი ლენტები ჰქონდა, პერანგში ან შიშველი.სიტყვის მნიშვნელობარუსი ხალხის ცნობილი ენათმეცნიერი, სიტყვების, ანდაზებისა და გამონათქვამის შემგროვებელი ვ.ი. დალი განმარტავს სიტყვას “კიკიმორა”. იგი მას მიაკუთვნებს შინაგანი სპირტიანობის გარკვეულ გვარს, რომელთაც დღისით სძინავთ ან ღუმლის მიღმა იმალებიან, ღამით კი ისინი თამაშობენ პრანჭოებს ან ტრიალებენ. აგრეთვე ვ. დალი აღნიშნავს, რომ ციმბირში ტყის კიკიმორაა, სხვაგვარად ქაჯი. ენათმეცნიერმა ასევე მიუთითა ამ სიტყვის ფიგურალური მნიშვნელობა: ძველად კიკიმორებს შეურაცხყოფად უწოდებდნენ არაადამიანებს და დივან კარტოფილებს, რომლებიც სამსახურში მუდმივად სხედან სახლში.სიტყვის წარმოშობაორი ნაწილი, “დარტყმა” და “მორ”, ხელს უწყობს სიტყვა “კიკიმორას” წარმოშობისა და მნიშვნელობის ახსნას. პირველი ნაწილი არის უძველესი ფესვის ერთ-ერთი ვარიანტი, რომლის მნიშვნელობას ავლენს სიტყვები “კოხტა”, “მრუდი”, “მრუდე”. მსგავსი მნიშვნელობა გვხვდება იგივე ფუძის მქონე სიტყვებში: მაგალითად, ქალის თავსაფარს გამონაყარი, რქის მსგავსი კიდეები ეწოდა “კიკას”. ბოროტ სულებს შორის, რომლებიც სლავების ჩვენს წინაპრებს აკრავდნენ, იყო მზარეული, რომელთანაც ისინი აშინებდნენ ბავშვებს სიბნელეში და იგივე იყო აბანოში მცხოვრები ეშმაკის სახელი. მეორე ნაწილს “ჭირი” ეტიმოლოგიურად აქვს საერთო სლავური ფუძე, რაც ნიშნავს “სიკვდილს”.