შემთხვევა ქალაქ ვოლგოგრადში
როგორც ვიცით მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. მისი მიმდინარეობის დროს 60 მილიონამდე ადამიანის სული გადავიდა ამ ქვეყნიდან სულთა სამეფოში, მარადისობაში, მათ შორის 20 მილიონი – მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
ძალიან ბევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, რომელთა კვალსაც ვერც ცოცხლებში მიაგნეს და ვერც მკვდრებში. დაკარგულ აოჯახის წევრებს, ომის დასრულების შემდეგ კიდევ ათეულობით წლები ეძებდნენ ახლობლები. იყო შემთხვევები როდესაც ზუსტად იცოდნენ სად მიმდინარეობდა ომის დროს შეტაკებები და შემდეგ იმ ადგილებში გათხრებს აწარმოებდნენ მოხალისეები.
სწორედ ასეთი უცნაური ამბავი მოხდა ქალაქ ვოლგოგრადში, სადაც მოხალისეთა ჯგუფი აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს ყოფილ ბრძოლის ველზე, რადგან მათ ჰქონდათ უტყუარი ინფორმაცია, რომ სწორედ იმ ადგილას დაიღუპა ერთ-ერთი პოლკი აფეთქებების შედეგად. პოლკის მეთაური და მისი ჯარისკაცები იმ მომენტისთვის უგზოუკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ.
აი, კარვები დაცემულია და მოხალისეები უკვე რამოდენიმე დღეა უშედეგოდ აწარმოებენ გათხრებს, მაგრამ დაღუპული ჯარისკაცების ,,საძმო საფლავის” კვალს ვერაფრით ვერ მიაგნეს. მათ უკვე იმედი გადაეწურათ და გადაწყვიტეს შეწყვიტონ ძებნის სამუშაოები, ბოლო ღამეს ათევდნენ კოცონთან როდესაც მათ უცნობი მამაკაცი მიუახლოვდათ, რომელიც იმ პერიოდისთვის ძალიან უცნაურად იყო ჩაცმული, მას მეორე სამამულო ომის დროინდელი სამხედრო კიტელი ეცვა… მიუახლოვდა მათ ეს მამაკაცი და ეკითხებათ, თუ რას ეძებენ ახალგაზრდები ასეთი გამალებით, ეს რამოდენიმე დღეა… მათაც უპასუხეს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აქ, სამამულო ომის დროს აფეთქებების შედეგად დამარხული იყო მთელი პოლკი, რომელიც უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა თავის პოლკოვნიკთან ერთად და მათ საფლავებს ეძებდნენ, უნდოდათ ეპოვნათ და საპატიოდ გადაესვენებინათ, მაგრამ ვერ პოულობდნენ. მამაკაცმა გაუცინათ და უთხრა – რა ძებნა ამას უნდა, აგერ იმ სამ ხეს ხომ ხედავთ, დიდ ხესთან მე ვწევარო, მე ვარ ამ პოლკის კომანდირიო, ცოტა იქეთ, პატარა ხეებთან ალექსეო და მიხაილი წვანანო, ხოლო მოშორებით მინდორში მთელი ჩვენი პოლკი წევს, თქვენ არასწორედ გვეძებთო… – გატრიალდა და წავიდა. ახალგაზრდები სახტად დარჩნენ, ხმას ვერ იღებდნენ, ვერ ვხვდებოდნენ ეს რა იყო, რას ნიშნავს მე ვწევარ, ვერ გაეგოთ ეს ხუმრობა იყო თუ რა ხდებოდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს მეორე დღეს მაინც გადაემოწმებინათ მიღებული ინფორმაცია.
და მართლაც, მეორე დღეს, ამ მამაკაცისგან მიღებული ინფორმაციის შედეგად, მართლაც მიაგნეს დაკარგული ჯარისკაცების საფლავებს, თავის კომანდირთან ერთად.
მოგვიანებით, როდესაც ნაპოვნი გვამების იდენტიფიცირება მოხდა, კომანდირის ოჯახში ნანახმა სურათმა საერთოდ გააოგნა ეს ახალგაზრდები – სურათიდან სწორედ ის მამაკაცი იყურებოდა, რომელიც იმ ღამეს, კოცონთან მსხდომ ახალგაზრდებს მათი საფლავების ადგილებს უზუსტებდა.