შეხვედრა ეშმაკებთან
ბავშვობაში ბებია გვიყვებოდა ასეთ ამბავს – მათი თანასოფლელს ტყეში გზა აბნევია და დაკარგულა. რამოდენიმე საათიანი სიარულის შემდეგ მიდგომია ტყეში ერთ ხილს სახლს. ამ სახლში უცნობი ადამიანების დიდი ღრეობა და დროსტარება ყოფილა, კაცს მაინც დაუკაკუნებია სახლის კარზე, მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ იცნო ეს ადამიანები, ისინი არც მისი თანასოფლელები და არც მეზობელი სოფლებიდან ყოფილან. სახლის მასპინძლებს სახლის კარგი გაუღიათ, ის სახლში შეუპატიჟებიათ და სუფრასთან მიუპატიჟებიათ. ისიც შესულა. მასპინძლები საჭმლით გამასპინძლებიან, შემდეგ ჩაიც დაუსხამთ, ამ კაცს ჩაის კოვზი ძირს დავარდნია და როდესაც დახრილა მაგიდის ქვეშ, კოვზის ასაღემად, დაუნახავს, რომ მის მასპინძლებს ფეხების ნაცვლად ჩლიქები აქვთ…
ამის დახვაზე, კაცი ისე შეშინებულა, თურმე არც ახსოვდა ისე გამოქცეულა იქედან თავქუდმოგლეჯილი, გზადაგზა რა ლოცვებს აღავლენდა, რას კითხულობდა ისიც კი არ ახსოვდა თურმე როდესაც სოფლამდე მოაღწია და გზაც როგორ იპოვნა არც ეს იცოდა.
მოკლედ, ძლივს მოაღწია ცოცხალმა სახლამდე.