დახმარება ,,იმ ქვეყნიდან”
90 წლის ქალის მონაყოლიდან…
ბებიაჩემის ოჯახი მაღალმთიან რაიონში ცხოვრობდა. მახსოვს ბავშვობაში ის მიყვებოდა, რომ მათი სოფლიდან მამაკაცები ხშირად დადიოდნენ ტყეში შეშის დასაჩეხად.
ასე წასულა მათი მეზობელიც ტყეში, ცხენზე ამხედრებული, შეშის მოსატანად, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ, ის შეშინებული დიდხანს აღარ ეკარებოდა თურმე ტყეს.
ბებიაც იხსენებდა მის მონაყოლს – თურმე მას ტყეში თავგზა აბნევია და ტყიდან გამოსასვლელის ძებნაში, გადაეყარა თურმე ერთ ძველისძველ ხის სახლს, საიდანაც სინათლე გამოდიოდა. მან კარზე დააკაკუნა, კარები გაუღო უცნობმა მამაკაცმა და სახლში შეიპატიჟა. სახლში კიდევ რამოდენიმე მამაკაცი იყო, რომლებიც მაგიდას უსხდნენ, ჭამდნენ და სვავდნენ სასმელს. მათ მიიღეს სტუმარი, მაგიდასთან მიიპატიჟეს, მისი ცხენიც დააბინავეს და მგზავრს ღამის გასათენებლად ადგილიც მიუჩინეს.
დილას იღვიძებს ბებიაჩემის თანასოფლელი და რას ხედავს – სძინავს ძველ, ნახევრად დანგრეულ სახლში, სადაც არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არაა და იატაკზე დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანების ძვლები და ჩონჩხის ნაწილები ყრია…
მისი ცხენიც იქვე კაუჭზეა გამობმული.
აი, ასე გაათენებინეს ღამე გარდაცვლილთა სულებმა ბებიის სოფლიდან დაკარგულ მგზავრს ღამე ტყეში და იხსნეს გარდაუვალი სიკვდილისგან, რადგან არავინ იცის ღამე, ტყეში რომელი ველური ცხოველის ლუკმა შეიძლებოდა გამხდარიყო.