
ლეგენდის თანახმად ისინი ხშირად ლამაზ ქალებად, ან მოხუცად გადაიქცევიან ხოლმე.
ახალშობილი კიცუნე ძალიან წააგავს ჩვეულებრივ მელიას. კიცუნე ცოდნასა და მაგიურ შესაძლებლობას ასაკთან ერთად იძენს, ყოველ 100 წელიწადში მას ერთი კუდი ეზრდება, საბოლოოდ კი კიცუნეს ცხრა კუდი აქვს.
ერთ-ერთი უნარი რაც კიცუნეს გააჩნია, ფორმის შეცვლაა. ისინი ადამიანების სახეს იღებენ, მაგრამ ასაკოვან და ძლიერ კიცუნეებს შეუძლიათ დიდი ხის ან მეორე მთვარის ფორმა მიიღონ.
კიცუნეს მუდამ თან აქვს მანათობელი ბურთი, ჰოში ნო-ტამა, სადაც მისი სულია მოთავსებული, მის გარეშე კი უძლური ხდება და კვდება. ადამიანის ფორმაში ყოფნის დროს, ჰოში ნო-ტამას ამულეტის ფორმა აქვს. მელიის ფორმაში ყოფნისას კი კიცუნეს ის პირით დააქვს.
არსებობს კიცუნეს ორი სახეობა – მოიობუ, რომელიც დაკავშირებულია ღმერთ ინარისთან. მოიობუ კეთილი სულია და ის არავის არაფერს არ უშავებს.
და მეორე მელა – ნოგიცუნე. ის ველური მელაა და გამუდმებით რაღაცას აშავებს.
რამდენიმე სახის კიცუნე არსებობს, რომლებიც სხვადასხვა ელემენტთან ასოცირდება როგორიცაა ცეცხლი, წყალი, ელვა და ა.შ. მაგრამ ყველაზე მთავარი რასთანაც კიცუნე ასოცირდება, ეს თავისუფლებაა, ვერავინ აიძულებს კიცუნეს გააკეთოს ის რაც მას არ სურს.
როგორც წესი, მათ ორი კუდი აქვთ, თუმცა რაც უფრო მეტი კუდი ჰქონდა კიცუნეს მით უფრო ასაკოვანი, ჭკვიანი და ძლევამოსილი იყო ის. მათი გასაოცარი ძალისა და უდიდესი პოტენციალის გამო ზოგიერთი კიცუნეს ღმერთადაც თვლიდა.
კიცუნეს ადამიანის ფორმის მიღებაც შეუძლია და ეს მათ განსაკუთრებულ შესაძლებლობად მიიჩნევა.
კიცუნეს მოსაკლავად აუცილებელი იყო მისი ყველა კუდი მოგეჭრა, რადგან ერთ-ერთი კუდი არის ყველაზე მთავარი და მისი ძალის წყარო გახლავთ. ისტორიებში კიცუნეს ყველაზე ხშირად ერთი, ხუთი, შვიდი ან ცხრა კუდი ჰქონდა. ცხრა კუდა კიცუნეს ბეწვი ოქროსფერი ან თეთრი ხდებოდა, ამ დროს ის ხედავდა და ესმოდა ყველაფერი. სხვა კუდები კი უსასრულო ცოდნას ანიჭებდა კიცუნეს.
მათ შეუძლიათ კუდიდან ცეცხლი გამოუშვან და შექმნან ისეთი ძლიერი ილუზია, რომ მისი რეალობისგან განსხვავება შეუძლებელი გახდეს.
ზოგიერთ ამ კულტურაში, ისინი აძლევენ კიცუნეს ბევრად მეტ ძალას, მაგალითად, უნარს, რომ წაართვან ადამიანების გონიერება ან რომ მათ შეუძლიათ შექმნან დროისა და სივრცის მრუდი.
და ბოლოს, არიან ისეთებიც, რომლებიც ძალიან ჰგვანან ვამპირებს, სისხლს წოვენ, ღამით გამოდიან და სხვა. თუ ისინი ხედავდნენ მიტოვებულ სახლებს, მათ იყენებდნენ ბუნაგად ან დასამალად და იქ შეეძლოთ წაეყვანათ მსხვერპლი, ქალები ან კაცები.