

დემონი აბადონი – დამანგრეველი ძალის მქონე, უმაღლესი იერარქების მრჩეველი, მისი სახელი ზოგჯერ სამარესთან და სიკვდილთან ერთად გამოიყენება. მისი არსებობის შესახებ ჩანაწერები გაკეთებულია წმინდა წერილებში და ასევე მისი სახელი გვხვდება ბიბლიაშიც. ხშირად აბადონის აიგივებენ სატანასთან და სამაელთან. აბადონი ჯოჯოხეთის პრინცი და დემონთა მეშვიდე იერარქიის მმართველია, რომელშიც შედიან ფურიები და ერინიები.
აღსანიშნავია, რომ აბადონთან დაკავშირებით ორი სხვადასხვა ვერსია გვაქვს. გამოცხადების მიხედვით აბადონი ქვესკნელის მეფეა, ხოლო რაბინულ ტექსტსა და ძველ აღქმაში აბადონი არა პერსონიფიცირებულ ქმნილებად, არამედ გეენის (ჯოჯოხეთი) ერთ-ერთ ნაწილადაა წარმოდგენილი.
აბადონი არ ყოფს სამყაროს კეთილად და ბოროტად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დემონოლოგი თვლის, რომ ეს დემონი ხშირად კეთილი განზრახვით მოქმედებს და სჯის დამნაშავეს.
ის არის დაცემული ანგელოზი, რომელიც აგრძელებს ღმერთის მსახურებას, როგორც დამსჯელი მარჯვენა ხელი. ითვლება, რომ არავინ იცის ამ არსების ნამდვილი სახელი, დემონების ენაზე მას “არავის” უწოდებენ. ის მართავს გვალვას, აგზავნის კალიებს და სხვა კატაკლიზმებს.
აბადონის რამოდენიმე აღწერილობა შემორჩა დღემდე:
- პატარა ბოროტი ჯუჯა.
- ჩონჩხი კანისა და ხორცის ნაჭრებით დაფარული.
- ადამიანის მსგავსი მახინჯი არსება მემბრანული ფრთებით, გრძელი კლანჭებით და კბილებით.
- ასეთი გამოსახულება შემორჩენილია ზოგიერთ გრავიურაზე, სადაც აბადონი თავს ესხმის ქრისტიანებს. მე-15 საუკუნეში, როდესაც მისტიკურ არსებათა იერარქია გაიყო მათი მოვალეობებითა და ატრიბუტებით, დემონები, ჯოჯოხეთის უძლიერესი არსებები ადამიანებმა მიაკუთვნეს ბოროტ, ბნელ ძალებს, ხოლო კეთილი, ნათელი ძალები წარმოდგენილია ანგელოზების სახით. დემონოლოგები თვლიან, რომ აბადონი არის გარდაუვალი ბოროტების კონცენტრაცია, ყოველგვარი ნახევარტონების გარეშე. ლუციფერიც კი ნაკლებად მტკიცეა, რადგან ცოდვილობას მრავალი სახე აქვს. მაგრამ აბადონთან – სიკვდილისა და განადგურების დემონთან – კომპრომისი არ შეიძლება. შუა საუკუნეებში ღვთის მსახურებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ აბადონი დემონია, რომელიც ოდესღაც უფლის სამსახურში იყო ძლიერი დამღუპველი მისიით. მაგრამ ნგრევისა და მკვლელობისადმი მისი დაუოკებელი ვნების გამო, იგი უფსკრულში ჩააგდეს, სადაც მას შემდეგ იგი იკავებს ერთ-ერთი მთავარი ჯოჯოხეთის მეთაურის მაღალ თანამდებობას.