როგორ გავიგოთ, სახლში მოჩვენება ხომ არ არის?

იმის შეგრძნება, რომ სახლში არის რაღაც ზებუნებრივი, შესაძლებელია არა მხოლოდ მისი თვალით დანახვით, არამედ იმის შეგრძნებითაც, რომ ვიღაც გითვალთვალებთ.

ჩვეულებრივ, სხვა სამყაროს სტუმრებს შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული სუნი და სწორედ ესა თუ ის სუნი ყველაზე ხშირად მიგვითითებს იმაზე, რომ თქვენს გვერდით ვიღაც არის.

მოდით გავარკვიოთ, კონკრეტულად რა სუნებს იგრძნობს ადამიანი, თუ მის მახლობლად არის ზებუნებრივი არსება:

გახსოვდეთ, ზებუნებრივი არსების ან და მოჩვენების არსებობა შეიძლება მიუთითებდეს როგორც იმაზე, რომ შემთხვევით ჩაგიარათ რაიმე არსებამ, ასევე იმაზეც, რომ თქვენს საცხოვრებელში შეიძლება იყოს ნივთი, რომელიც იწვევს, ეძახის, იზიდავს ამ არსებებს თქვენს სახლში და აქვს მათთან ბმა, კავშირი, ან რომ თქვენზე შავი მაგიაა გაკეთებული.

  1. მომჟავო რძის სუნი ჩვეულებრივ, ასეთი სუნის გაჩენა სახლში მიგვანიშნებს სხვადასხვა „ბესების“ – დაბალვიბრაციული არსებების (პატარა ეშმაკები), ჩასახლებას ჩვენს სახლში, რომლებსაც შავი ჯადოქრები უგზავნიან თავიანთ მსხვერპლებს. პატარა მავნებლები, ქურდები, მოთვალთვალეები და სხვადასხვა მისიით იწყებენ დაბინავებას მსხვერპლთან ერთად.
  2. დამწვარი ქაღალდის სუნი ეს სუნი ყველაზე ხშირად დაკავშირებულია სხვადასხვა სახის დემონურ ძალასთან, დემონურ სამყაროებთან. გახსოვდეთ, რომ დემონები ზოგადად არ არიან რაღაც ნეგატიური არსებები ადამიანების სტანდარტული გაგებით, ისინი არ არიან დაკავებულნი შავი მაგიის კურირებით და აქვთ სრულიად განსხვავებული მიმართულებები თავიანთი ზემოქმედებებისთვის.
  3. გოგირდის სუნი ყველაზე ხშირად ჩნდება ბნელი ტიპის არსებებისგან, მაგალითად, ადამიანზე წყევლის (ნეგატივის) დადებისას. ხშირად, სწორედ ასე სუნი ასდით წყევლის კურატორებს.
  4. ნაგვის სუნი შეიძლება მრავალი სხვა სამყაროს სტუმრისგან მოდიოდეს. მაგალითად, ასეთი სუნი შეიძლება ასდიოდეს ვამპირულ არსებებს, ლიავრებს, ბოროტ ჯუჯებს, რომლებიც ადამიანების ნეგატივზე არიან მიჯაჭვულნი, ასეთუ სუნი ასდის ნეკრო-არსებებს და თქვენზე მიბმულ სასაფლაოს პატარა ბინადრებს. პატარებში – მათი დაბალი რანგი იგულისხმება. ზოგადად, ნაგვის სუნი ყველაზე შემაწუხებელია, და მისი მატარებლები საკმაოდ მომაბეზრებლად და დიდხანს აწუხებენ ადამიანს.
  5. ტკბილეულის სუნიც ძალიან მოსაბეზრებელია, ყველაზე ხშირად, ტკბილი სუნი წინასწარმეტყველებს ვინმეს გარდაუვალ სიკვდილს, მაგალითად – მეზობლისას. ანუ, თუ არსაიდან ჩნდება ეს უცნაური სუნი თქვენს საცხოვრებელში, მაშინ უნდა ინერვიულოთ, იმიტომ რომ ასეთი სუნი ასდის მათ, ვინც სიკვდილზეა მიჯაჭვული. ასევე, ეს სუნი შეიძლება მოდიოდეს ადამიანისგან, რომელიც უკვე ახლოსაა ამ სამყაროს დატოვებასთან.
  6. შემოდგომის დამპალი ფოთლების სუნი, ისევე როგორც ტკბილი სუნი, ნიშნავს სიკვდილის ანგელოზების ახლოს ყოფნას, ანდა იმ ადამიანის ახლოს ყოფნას, ვინც სიკვდილზეა მიჯაჭვული. ამასთან, ასეთი სუნი ასდის ნეკრო-არსებებს, რომლებიც ადამიანს სასაფლაოდან გამოყვა, ასთი სუნი ასდის დაუსაფლავებელ არსებებს, ანუ, როდესაც თქვენ მოგყვებათ გარდაცვლილი. ბევრი ნიუანსია, მაგრამ ასე თუ ისე, ეს სუნი ყველაზე ხშირად სწორედ მკვდრებზე მიჯაჭვულ სამყაროებს უკავშირდება.
  7. ყვავილების სურნელი, ამას ყნოსავენ მშვენიერი ასტრალური ბინადრები, რომლებსაც უყვართ ადამიანის თავიანთ ქსელში მიტყუება. ჰაეროვანი ყვავილების სურნელის მატარებლები, სინამდვილეში აღმოჩნდებიან ძალიან ბნელი და ბუნდოვანი არსებები, რომლებიც სიამოვნებით იყენებენ ასტრალურ ცნობისმოყვარეებს, მედიტაციის მოყვარულებს და წარსულ ცხოვრებაში ქექვის მოყვარულებს და საერთოდ ყველას, ვინც არ იცის ასტრალურ სამყაროებთან მოპყრობა.
  8. რა თქმა უნდა, სუნების მრავალფეროვნება შეიძლება ბევრად მეტი იყოს, მე მოვიყვანე ყველაზე გავრცელებული მაგალითები. თუ თქვენ გრძნობთ უცნაურ სუნს, რომელიც უბრალოდ არსაიდან არ უნდა მოსულიყო თქვენს გარეშემო, ეს არის მიზეზი დაფიქრდეთ იმაზე, რომ თქვენს მახლობლად გამოჩნდა ვინმე, სხვა სამყაროდან დაუპატიჟებელი სტუმარი. ის შეიძლება იყოს როგორც შემთხვევითი სტუმარი, ასევე შეიძლება მოვიდა თქვენს სახლში ვინმესთან ერთად, ან შეიძლება თქვენ თვითონ აკიდეთ ეს არსება, ან თქვენზე მოახდინეს მაგიური ზემოქმედება.



რიტუალი – ქრისტიანული რელიგიისგან გათავისუფლებისა და წინაპართა ღმერთებთან დასაბრუნებლად

ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ მხოლოდ საკუთარი თავისუფალი ნებითა და გაცნობიერებულად, როდესაც გვინდა გათავისუფლება ებრაელთა რელიგიური ეგრეგორისგან, მისი რელიგიური ბეჭდისგან და ბლოკებისგან და მყარი კონტაქტის დამყარება წინაპართა ღმერთებთან, წარმართულ ცოდნასთან და წინაპართა უზენაეს ძალებთან.
აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ უკან, რელიგიურ ეგრეგორიში დაბრუნება იქნება ძალიან რთული და დასჯადი ქმედება, ამიტომ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით.

შესავალი: ქრისტიანულ ეგრეგორზე უარის თქმა ორ ეტაპად ხდება. პირველი არის თქვენი საკუთარი გაცნობიერება და უკვე მსოფლმხედველობაში – განქრისტიანება. შედეგად, სიზმრებში დაგეწყებათ წინაპრების, ძველი ღმერთების გამოცხადება, ცხოვრების შეცნობა უფრო სრულყოფილად, უფრო ნათლად და უფრო დიდი ძალით იგრძნობა, ვიდრე ადრე, შეხედულებები გაფართოვდება, შეცნობის სურვილი უფრო მძაფრი გახდება, გაიხსნება შინაგანი ინტუიცია, ქვეცნობიერი უკეთ იმუშავებს. თქვენ თვითონ იგრძნობთ, რომ ქრისტიანული ეგრეგორი აღარ გართმევთ ენერგიას, აღარ გწოვთ ძალებს, აღარ გზღუდავთ.
მეორე ეტაპი არის მშობლიურ ღმერთებთან გაერთიანება, თუმცა ქრისტიანულ ეგრეგორზე უარის თქმა უკვე გარკვეულწილად არის საკუთარ ფესვებთან გაერთიანება.

ეტაპი I — გათავისუფლება ქრისტიანული ეგრეგორისგან
დაგვჭირდება: შავი ქსოვილი 1 მეტრი 3 ნაჭერი: ერთს დაიფენთ ფეხქვეშ, მეორეს საკურთხეველზე, მესამეს – თავზე. ჭიქა წყალი, შავი პური, მარილი, სამი შავი ან ლურჯი ფერის ცვილის სანთელი.

რიტუალი უნდა ჩატარდეს ზედიზედ სამი ღამე, ხუთშაბათის ღამის გამოკლებით, 00:00-დან 3:00 საათამდე სრულიად შიშველ მდგომარეობაში.
საკურთხეველზე ვალაგებთ ატრიბუტებს, ფეხშიშველები ვდგებით შავ ქსოვილზე, თავსაც ვიფარებთ შავი ქსოვილით, ავანთებთ სანთლებს და 6-ჯერ წარმოვთქვამთ შემდეგ ტექსტს:

„მე, დაბადებული (აქ ვასახელებთ დაბადების სახელს და ნათლობის სახელს), უარს ვამბობ ქრისტიანულ ღმერთ იახვეზე, ასევე უარვყოფ მის ძეს ქრისტეს, მის მშობელ მარიამს, ყოველგვარ ქრისტიანულ სიწმინდეზე. ასევე უარს ვაცხადებ ყოველგვარ ქრისტიანულ – რელიგიურ სახლებზე და ისინი ჩემთვის დღეიდან აღარ წარმოადგენენ სიწმიდეებს.
მე უარვყოფ და სამუდამოდ ვიხსნი ქრისტიანულ ატრიბუტიკას, ყველა სიმბოლოს.
მე დღეიდან არ ვიცავ ქრისტიანულ წესებს, განვერიდე ხელოვნურად შექმნილ რელიგიას და მის სისხლიან მკვდარ ძალას. მე ჩემთვის ვკეტავ ყველა იმ გზას, რომლებსაც მივყავდი ქრისტიანული ტაძრებისკენ და ხელოვნურად შექმნილ ქრისტიანული რელიგიისკენ.
მე სახელად (აქ ვასახელებთ მხოლოდ დაბადების სახელს) სამუდამოდ გავდივარ ქრისტიანული რელიგიიდან და ვუტოვებ რელიგიას მის მრევლს.
ფიცს არ გავტეხ და ჩემს ნათქვამს უკან არ წავიღებ, სამუდამოდ უარვყოფ იახვეს, იაღოვას, ქრისტეს, მარიამს, ქრისტიანულ ეკლესიას, ქრისტიანულ ძალას და მის ეგრეგორს.
არ ვიცავ ქრისტიანულ დოგმებს, ვუშვებ ხელოვნურ სისხლიან ქრისტიანულ ძალას ჩემგან, ვხურავ ჩემს გზებს ქრისტიანული ეკლესიისა და ქრისტიანული რწმენისკენ.
დაე, ჩემი ფიცის მოწმეებად მყავდეს ძველი ბნელი ღმერთები და ჩემი მამების ღმერთები, და ჩემი წინაპრების სულები, და სულები, რომლებიც ჩემს გარშემო არიან, რომ ჩემი გადაწყვეტილება ჩემს მიერ გაცნობიერებულია, გააზრებულია და სამუდამოა და მტკიცეა. ფიცს არ დავარღვევ, ნათქვამს უკან არ წავიღებ. სამუდამოდ უარს ვამბობ იეჰოვაზე, ქრისტეზე, ღვთისმშობელ მარიამზე, ქრისტიანულ ეკლესიაზე, ქრისტიანულ ძალაზე და მის ეგრეგორზე.
ვიხსნი თავიდან რელიგიურ ეგრეგორთან ბმას, ვწყვიტავ მასთან კავშირს და ამიერიდან აღარ ვკვებავ მის ძალას.
არ მაქვს კავშირი მასთან!
არ მაქვს ბმა მასთან!
არ ვაძლევ ჩემს ენერგიას მას!
ასე იყოს! და ასეც იქნება!“

შემდეგ – პურს მარილში ვასველებთ და ვამბობთ: „მამების რწმენას ვუბრუნდები. პურს, მარილს წინაპრებთან და ჩემი წინაპრების ღმერთებთან ვიზიარებ. მე არ ვარ ღვთის მონა, ამიერიდან და უკუნისამდე ღმერთების შვილი ვარ. ასე იყოს! მიიღეთ ჩემი ტრაპეზი.“ – პურს ვჭამთ.

ჭიქას ხელში ვიღებთ და ვამბობთ: „როგორც წყალი მარადიულია და უსასრულო, ასევე ჩემი ფიციც უძველეს ღმერთებთან მარადიული და ურღვევია. ასე იყოს!“
მას შემდეგ რაც სანთლები ბოლოდე ჩაიწვება, მაშინვე დასაძინებლად ვწვებით და არავისთან არ ვლაპარაკობთ.

მეორე დღეს, მას მერე რაც გამოვედით რელიგიური ეგრეგორიდან, სახლს ვანთავისუფლებთ ამ რელიგიის ყოველგვარი ატრიბუტიკისგან. ვაგროვებთ ყველაფერს და მიგვაქვს უახლოეს ეკლესიათან და იქვე სადმე ვტოვებთ. ამ რიტუალის შემდეგ არ შეიძლება ვიყოთ არცერთი ბავშვის ნათლია, არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ქრისტიანობასთან დაკავშირებულ დღესასწაულებში, თორემ ეს ფიცის დარღვევა იქნება. ამიტომ, ამ ნაბიჯის გადადგმამდე კარგად დაფიქრდით!

მეორე ეტაპი შეგვიძლია ჩავატაროთ მას მერე როცა მზად ვიქნებით ამისათვის.

ეტაპი II
განქრისტიანების მეორე ეტაპი საბოლოოდ გაგვაერთიანებს ჩვენ იმ ძალებთან, რომლებიც უძველესი დროიდან იყო ცნობილი და ჩვენი წინაპრების მიერ თაყვანისცემული, იმ ძალებთან, რომლებიც ამიერიდან დაგვეხმარებიან თხოვნებში, დაგვიცავენ და წინ გაგვიძღვებიან ცხოვრებაში, თუ მათი ერთგულნი ვიქნებით. გრძნობები შეიძლება გაძლიერდეს, ცვლილებები ქვეცნობიერში უფრო შესამჩნევი გახდება, სიზმრები უფრო ნათელი, უჩვეულო და ინფორმაციული.

დაგვჭირდება: წითელი საკურთხეველი, 5 წითელი სანთელი, პური და მარილი.
რიტუალი უნდა ჩატარდეს ღამის 00:00-დან 03:00 საათამდე.

დარჩენილი პური მეორე დღეს ხის ქვეშ უნდა წაიღო და დატოვო იქ და მდუმარედ გამობრუნდე და წამოხვიდე.
დასასრული: ამის შემდეგ გრძნობები შეიძლება გაძლიერდეს, სიზმრები გახდეს მკვეთრი, განსაკუთრებული და სავსე მინიშნებებით. ამიერიდან ძველი ძალები დაგეხმარებიან, თუ ერთგული იქნები მათი.

„მე, რომელმაც მივიღე ჩემი წინაპრების ღმერთები,

მე – ჩემი გვარისა და ჩემი მამების ღმერთების შვილი ვარ,

სრულ გონებაზე და მტკიცე მეხსიერებით,

ჩემი ნებით და გააზრებით, ერთგულების ფიცს ვდებ ჩემი საგვარეულო ძალისა და მშობლიური ღმერთების წინაშე.

ო, ჩემი წინაპრების სულებო,

ო, ნავისა და იავის ძალებო, გიხმობთ მოწმედ!

ამ წუთიდან მე ვერთიანდები ჩემი მამების ღმერთებთან,
წარმართულ ღმერთებთან და უძველეს ძალებთან ერთად.

ჩემი გონება გამძაფრდება, ჩემი ძალა გამრავლდება,

ჩემი სიცოცხლე წინაპართა ღმერთების მფარველობის ქვეშაა, ჩემი საქმე მათ მიერ კურთხეულია.

არ უარვყოფ მათ არასოდეს!
არ გადავუხვევ მათი გზიდან!

მე ვარ ჩემი წინაპრების ღმერთების თავისუფალი შვილი.

მე ვარ ჩემი წინაპრების საგვარეულო ძალის შვილი.

ბედნიერი ვარ, რომ ერთიან მთლიანობას ვქმნი დიდებულ მარადისობასთან!

ო, ღვთაებრივო არსება, მე თავისუფალი ვარ!

მე ბედნიერი ვარ!

მე ვიღებ ჩემი მამების ღმერთებს და ჩემი მამების ღმერთები მიღებენ მე.
ასე იყოს! და ასეც იქნება უკუნითი უკუნისამდე!”

ვიღებთ პურს, ვტეხთ ნაჭერს, ვასველებთ მარილში და ვჭამთ.
„გინაწილებთ პურსა და მარილს. ამიერიდან მე ჩემი წინაპრების გზაზე ვარ. დამლოცე მე, ღვთაებრივო ძალავ! აღსრულდა!“




წმენდა მარილით და სანთლით

წმენდისთვის საჭიროა:ჩვენი ნაცვამი ძველი მაისური, რომელიც მერე გადასაგდებად არ დაგვენანება, სამზარეულოს მარილი, ერთჯერადი მუყაოს ჭიქა და ცვილის სანთელი (პარაფინის არ გამოგვადგება).
საღამოს, როდესაც მზე გადავა, მაგიდაზე გავფენთ მაისურს, ზედ დავდგავთ მუყაოს ჭიქას, ჩავყრით იმდენ მარილს, რომ მარილმა სანთელი დაიჭიროს.
ტექსტს ვკითხულობთ ექვსჯერ:
,,მარილიანი ცრემლებით იტირეთ ჩემო მტრებო, მოშურნეებო, ვინც მე ჯადო გამომიგზავნა, ვინც მე ცუდი მისურვა, შავი ძალები ჩემსკენ მომართა, ვინც მე ჯადო გამიკეთა ჭურჭელში თუ უმ ხორცზე, ან სასაფლაოზე – ყველაფერი გადადი მარილზე!
რაც ჩემზე წაიკითხეს და ჩემი მისამართით წარმოთქვეს, სავსე მთვარეზე თუ კლებად მთვარეზე, დღისით თქვეს თუ გვიან ღამით, მთვარის ამოსვლისას თუ ჩასვლისას – ყველაფერი გადადი მარილზე!
რაც წაიკითხეს და გამომიგზავნეს, რაზეც დამწყევლეს და დაასვეს შავი ბეჭედი, რაც მისცეს აღმოსავლეთის ცეცხლს, თვალი და წყევლა, შავი დაწყევლა – ყველაფერი გადადი მარილზე!
ვინც საიდუმლოდ წაიჩურჩულა ჩემს თავზე, ვინც ჩემს უკან ჯადო მესროლა, რაც საიდუმლოდ ჩემს სახელზე შეიქმნა, ჩემს სახელზე გაკეთდა, ჩემს კვალზე წაიკითხეს, ჩემს გზაზე გაკეთდა, ჩემს ჩრდილზე წაიკითხეს და გაკეთდა – გადადი ყველაფერი მარილზე!
ვინც საიდუმლოდ წაიჩურჩულა ჩემს თავზე, ვინც ჩემს უკან ჯადო მესროლა, რაც საიდუმლოდ ჩემს სახელზე შეიქმნა, ჩემს სახელზე გაკეთდა, ჩემს კვალზე წაიკითხეს, ჩემს გზაზე გაკეთდა, ჩემს ჩრდილზე წაიკითხეს და გაკეთდა – გადადი ყველაფერი მარილზე!გაიწმინდე ჩემო სულო, გაიწმინდე ჩემო სხეულო, ყველა სიბოროტისგან, ყველა ავადმყოფობისგან, სანთლით დაიწვი და მარილზე გადადი შავო ნიშანო, შავო დამღა, შავო ჯადო ჩემგან წადი, საუკუნით დაიკარგე, სანთლის ცრემლებით დაიწვას და მარილის კრისტალებით გაიწმინდოს ჩემი ბედი!
თუ მქონდა რაიმე ჯადო და წყევლა, ახლა აღარა მაქვს, წავიდა უკუნეთში, დამტოვა, დაიწვა და საუკუნით გამწმინდა!
ამინ! ამინ! ამინ!”

დაველოდებით სანთელი როდის ჩაიწვება მარილამდე და ჩაქრება, შემდეგ გადავახვევთ ამ ჭიქას ჩამწვარი სანთლით და მარილით დაფენილ მაისურში და უნდა გავიტანოთ ბუნებაში სადმე და დავტოვოთ ხის ქვეშ, ზედ დავაყაროთ 6 ცალი მონეტა ნებისმიერი ნომინალის და ვიტყვით – წმენდის გამოსასყიდი
გამოვტრიალდებით და წამოვალთ ისე, რომ უკან არ მივიხედავთ არავითარ შემთხვევაში.
გამოსასყიდის გატანა შეიძლება 3 დღის ვადაში, აუცილებელი არაა იმავე საღამოს რომ გავიტანოთ, თუმცა სასურველია.
რიტუალის ჩატარების დროს ელექტრო განათება ჩამქრალი უნდა იყოს, ტექსტს ვკითხულობთ მხოლოდ სანთლის შუქზე.
ამ რიტუალით წმენდის ჩატარება შესაძლებელია ყოველ 6 თვეში ერთხელ.




ქუვეითელი მომღერლის, ნორა ტაგაკას ისტორია – კონცერტი ჯინებთან.

მეორე ნაწილი

მე დამეწყო ნერვიული კანკალი. ვიცოდი, რომ შიშის გამოვლენის შემთხვევაში არ გაგვიშვებდნენ ცოცხლებს, ამიტომ სიმშვიდე შევინარჩუნე და ჩემს გუნდს ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყვნენ და კონცერტი გაეგრძელებინათ, ეს იყო ჩვენი ერთადერთი გამოსავალი. ჩემი გუნდის ერთ-ერთმა მუსიკოსმა, როცა დაინახა, რომ გოგონა უგონოდ დაეცა, მოვიდა ჩემთან და მკითხა, თუ რა მოხდა? მე დავძლიე ჩემი შიში და ვუპასუხე, რომ ეს უბრალოდ დაღლილობა იყო, მას მხოლოდ ცოტა დასვენება სჭირდებოდა და ჩვენ ჩვენს დასასვენებელ ოთახში წავედით და გოგონა იქ გადავიყვანეთ… რაღაც მომენტში გოგონა გონს მოვიდა და მიყვირა: „დაინახე მათი ფეხები? რა არის ეს?” მე  ვუპასუხე, რომ მეც დავინახე ყველაფერი ის, რაც მათ ყველამ დაინახეს, მაგრამ ჩვენ უნდა გაგვეგრძელებინა ჩვენი კონცერტი, რათა აქედან უვნებლებს გაგვეღწია – ,,ასე, რომ  არაფერი აგრძნობინოთ მათ, აქ რაც არ უნდა დაინახოთ. ვფიქრობ, ჩვენ მოვხვდით უწმინდურ არსებებთან, გარიჟრაჟი მხოლოდ ორი საათის შემდეგაა, ასე რომ მოდით გავძლოთ ეს ორი საათი როგორმე“- ვუთხარი მე და ყველა დამეთანხმა.

ჩვენ ყველანი სცენაზე დავბრუნდით და გავაგრძელეთ ჩვენი გამოსვლა. მე ვცდილობდი ნორმალურად მემღერა და ჩვენ ვასრულებდით ჩვენს რეპერტუარს ბოლომდე მანამ, სანამ  მათი ქცევა სიგიჟემდე არ მივიდა.

ისინი ცეკვავდნენ უცნაურ ცეკვებს და გამოსცემდნენ ძალიან უცნაურ ხმებს, ხოლო როდესაც ხტოდნენ, მათი ფეხები ისევ ისეთი საშინელი თხის ჩლიქები იყო… ამ სანახაობის შემყურე  ერთ-ერთმა მუსიკოსმა ვეღარ მოითმინა და შიშისგან ხმამაღლა შეჰყვირა, რის მერეც ყველა შემობრუნდა ჩვენსკენ და მე შიშისგან ადგილზე გავშეშდი. საფრთხე უკვე რეალური იყო და მე შევღაღადე ალაჰს, ვთხოვე გადავერჩინეთ და თუ ეს ასე მოხდებოდა, მე აღარასდროს ვიმღერებდი…  ამის წარმოთქმა იყო და იმავე წამს გავიგონე ყველაზე ლამაზი რამ მსოფლიოში – დილის აზანი. როგორც კი გაისმა დილის ლოცვა, ჩვენს თვალწინ ყველაფერი გაქრა და ჩვენ  გავიქეცით.

მე უნდა მაშინვე მივმხვდარიყავი ვინ იყვნენ ჩვენი მასპინძლები სინამდვილეში, როცა იქ მივედი და დავინახე უცნაური სახლი და ასევე უცნაური ხალხი ჩემს ირგვლივ, უნდა დამეჯერებინა ჩემი წინათგრძნობისთვის. ან როცა ამ ქალმა მაკოცა და სახე ქვასავით მძიმე ჰქონდა, რაც სულაც არ შეიძლებოდა ადამიანისთვის ნორმალური ყოფილიყო. ან როცა მათი ყურადღება მუსიკამ მიიპყრო და ყურში ხმა ჩამჩურჩულებდა: „გააგრძელე, მე მიყვარს შენი მუსიკა“. ან როცა ჩვენი ოთახი გვაჩვენეს, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს ასი წელია, იქ არავის უცხოვრია, ძველი მატრასისა და მტვრის სუნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ!

ეჭვი და შინაგანი შიში სულ მაწუხებდა, მაგრამ მაინც არ მინდოდა ამის დაჯერება, სანამ საკუთარი თვალით არ დავინახე მათი ფეხები.

ჩვენ გავრბოდით რაც შეგვეძლო სწრაფად,  სანამ ჩვენსკენ მომავალი მამაკაცი არ დავინახეთ, ის გვიყურებდა და ჩვენ მას ვუყურებდით. მან გვკითხა, თუ რას ვაკეთებდით აქ, ამ ძველ მიტოვებულ სახლში? მე ვერ მივხვდი, რაზე ლაპარაკობდა ის, სანამ არ შემოვბრუნდი და არ დავინახე, რომ თანამედროვე განათებული და საზეიმოდ მორთული სახლის ნაცვლად, რომელშიც ცოტა ხნის წინ ვიყავით, ახლა უკვე ნანგრევები იდგა. ჩვენ მოვუყევით მას რაც თავს გადაგვხვდა. კაცმა მოგვისმინა ყურადღებით და გვითხრა, რომ

„ფაქტიურად, ეს სახლი ასი წლისაა და როგორც ცნობილია, მასში ჯინები ცხოვრობენ“.

იმ დღიდან მე ლოცვა არ გამომიტოვებია და აღარც სცენაზე მიმღერია.

სად არიან ახლა ჩემი გუნდის წევრები და რითი არიან დასაქმებულები, მე ეს არ ვიცი.




ქუვეითელი მომღერლის, ნორა ტაგაკას ისტორია – კონცერტი ჯინებთან.

ნაწილი პირველი.

ქუვეითელი მომღერლის, ნორა ტაგაკას ისტორია – კონცერტი ჯინებთან.

მომღერლის მონაყოლიდან:

– მე მქვია ნორა. 25 წლის წინ მე ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მომღერალი ქუვეითში.

ქუვეითის ყველაზე შეძლებული ოჯახები მიწვევდნე მე და ჩემს მუსიკალურ გუნდს ოჯახის ღირსშესანიშნავი თარიღების მუსიკალურად გასაფორმებლად. მე ვმეღორი მათი და მათი შვილების ქორწილებში, დაბადების დღეებზე და ჩვენ ვიყავით ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული ჯგუფი.

დრო გადიოდა და ჩვენი სახელი და ჰონორარი იზრდებოდა, სანამ ერთი საბედისწერო შემთხვევა არ გადაგვხვდა თავს.

ეს ამბავი მოხდა ჩვენი დასვენების დღეებში. მოულოდნელად ჩემს ტელეფონზე დარეკა უცნობმა ქალბატონმა, რომელსაც ძალიან უცნაურად ცივი ხმა ჰქონდა, მან მთხოვა მემღერა მისი ქალიშვილის ქორწილში. ის იყო უარის თქმა დავაპირე, რადგან მთელი გუნდი ვისვენებდით, რომ ქალბატონმა დააყოლა – ის გადაიხდიდა ორმაგ თანხას ერთ საღამოში. გაორმაგებული ჰონორარის წარმოდგენის შემთხვევაში, უარი ვეღარ ვუთხარი და შევთანხმდით. თანხმობის მიღების შემდეგ, ქალბატონმა მისამართი ჩამაწერინა და გათიშა ტელეფონი. ამის შემდეგ ესამბავი შევატყობინე ჩემი მუსიკალური გუნდის წევრებს,  მათაც რა თქმა უნდა არ უნდოდათ დასვენების დღეებში გამოსვლა, მაგრამ როდესაც გაორმაგებული თანხის შესახებ გაიგეს, ყველამ თანხმობა განაცხადა. დათქმულ დროს შეიკრიბეთ და გავემგზავრეთ აღნიშნულ მისამართზე.

მისამართი ძნელად მისაგნები აღმოჩნდა, რადგან ძალიან მივარდნილ ადგილს გავდა, ამის გამო მე შინაგანად ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ როდესაც მივედით, ადგილზე დაგვხვდა დიდი კერძო სახლი განათებული, საზეიმოდ გაფორმებული, სადაც უკრავდა ხმამაღალი მუსიკა, იყო ძალიან ბევრი სტუმარი და ჩვენც შევედით სახლში.

პირველი, რაც თვალში საცემი იყო – ეს იყო სტუმრების ძალიან უცნაური ჩაცმულობა. სახლში შესვლისთანავე შემოგვეგება დიასახლისი, ეს იყო სწორედ ის ქალბატონი, ვინც მე მესაუბრა ტელეფონზე, მე ის ისევ უცნაური ხმით ვიცანი და როდესაც მან გულღია მიღების ნიშნად გადამკოცნა, მე ვიგრძენი, რომ მას ქვასავით მკვრივი სახის კანი ჰქონდა. მისი ტანსაცმელიც ძალიან უცნაურად მეჩვენა, მაგრამ მე ჯიუტად ვაგრძელებდი შინაგანი წინათგრძნობის და შიშის იგნორირებას და ჯიუტად არ ვიმჩნევდი უსიამოვნო განცდას. ჩვენმა უცნაურმა დიასახლისმა შეგვიყვანა სახლის სიღრმეში და გვაჩვენა ოთახი, სადაც შეგვეძლო დაგვესვენე, ტანსაცმელი გამოგვეცვალა და მოვმზადებულიყავით კონცერტისთვის. ჩვენ მალევე მოვწესრიგდით და გამოვედით სტუმრების წინაშე გამოსასვლელად. როგორც კი მე დავიწყე სიმღერა, სტუმრების რაოდენობა ჩემს თვალწინ გაიზარდა და ჩვენს გარეშემო მოგროვდა, მათ დაიწყეს ცეკვა, მაგრამ ეს იყო ძალიან უცნაური ცეკვა, ის უფრო როკვას გავდა და ჩემში სულ უფრო და უფრო მეტ შიშს იწვევდა. მე ამ ჩემს დაძაბულობას მაქსიმალურად ვმალავდი, არ ვიმჩნევდი და არც ჩემი გუნდის წევრებს ვუმხელდი, ისინიც აგრძელებდნენ მუსიკის დაკვრას, სანამ ერთმა გოგონამ ჩვენი გუნდიდან არ დაკარგა გონება. ის იყო, მივუახლოვდი გულწასულ გოგონას, რომ დავინახე ჩემი გუნდის წევრი მამაკაცის შეშინებული, გაყინული მზერა და როდესაც თვალი გავაყოლე იმ მიმართულებით, საითაც ჩვენი მუსიკოსი იყურებოდა, დავინახე ხალხი, რომლებიც როკავდნენ და ხტოდნენ უგონოდ, არანორმალური ძალით, მათი ფეხები არ გავდა ადამიანის ფეხის ტერფებს, ეს იყო ჩლიქები – თხების ფეხები და აქ უკვე მეც ამიტანა კანკალმა, მაგრამ ქვეცნობიერი მეუბნებოდა, რომ ჩვენ ახლა თუ გავამხელდით ჩვენს ეჭვებს, ვაჩვენებდით ჩვენს შიშს, აქედან ცოცხლები ვერ გავიდოდით.

(იხილეთ მეორე ნაწილი).




შეხვედრა ეშმაკებთან

შეხვედრა ეშმაკებთან

ბავშვობაში ბებია გვიყვებოდა ასეთ ამბავს – მათი თანასოფლელს ტყეში გზა აბნევია და დაკარგულა. რამოდენიმე საათიანი სიარულის შემდეგ მიდგომია ტყეში ერთ ხილს სახლს. ამ სახლში უცნობი ადამიანების დიდი ღრეობა და დროსტარება ყოფილა, კაცს მაინც დაუკაკუნებია სახლის კარზე, მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ იცნო ეს ადამიანები, ისინი არც მისი თანასოფლელები და არც მეზობელი სოფლებიდან ყოფილან. სახლის მასპინძლებს სახლის კარგი გაუღიათ, ის სახლში შეუპატიჟებიათ და სუფრასთან მიუპატიჟებიათ. ისიც შესულა. მასპინძლები საჭმლით გამასპინძლებიან, შემდეგ ჩაიც დაუსხამთ, ამ კაცს ჩაის კოვზი ძირს დავარდნია და როდესაც დახრილა მაგიდის ქვეშ, კოვზის ასაღემად, დაუნახავს, რომ მის მასპინძლებს ფეხების ნაცვლად ჩლიქები აქვთ…

ამის დახვაზე, კაცი ისე შეშინებულა, თურმე არც ახსოვდა ისე გამოქცეულა იქედან თავქუდმოგლეჯილი, გზადაგზა რა ლოცვებს აღავლენდა, რას კითხულობდა ისიც კი არ ახსოვდა თურმე როდესაც სოფლამდე მოაღწია და გზაც როგორ იპოვნა არც ეს იცოდა.

მოკლედ, ძლივს მოაღწია ცოცხალმა სახლამდე.




დამავოი

დამავოი

კომენტარების სახით მოყევით ისტორიები დამავოიზე, რა იცით, რა გაგიგიათ და რა გამოცდილება გაქვთ მასთან ურთიერთობისას.




შემთხვევა ქალაქ ვოლგოგრადში

შემთხვევა ქალაქ ვოლგოგრადში

როგორც ვიცით მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. მისი მიმდინარეობის დროს 60 მილიონამდე ადამიანის სული გადავიდა ამ ქვეყნიდან სულთა სამეფოში, მარადისობაში, მათ შორის 20 მილიონი – მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

ძალიან ბევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, რომელთა კვალსაც ვერც ცოცხლებში მიაგნეს და ვერც მკვდრებში. დაკარგულ აოჯახის წევრებს, ომის დასრულების შემდეგ კიდევ ათეულობით წლები ეძებდნენ ახლობლები. იყო შემთხვევები როდესაც ზუსტად იცოდნენ სად მიმდინარეობდა ომის დროს შეტაკებები და შემდეგ იმ ადგილებში გათხრებს აწარმოებდნენ მოხალისეები.

სწორედ ასეთი უცნაური ამბავი მოხდა ქალაქ ვოლგოგრადში, სადაც მოხალისეთა ჯგუფი აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს ყოფილ ბრძოლის ველზე, რადგან მათ ჰქონდათ უტყუარი ინფორმაცია, რომ სწორედ იმ ადგილას დაიღუპა ერთ-ერთი პოლკი აფეთქებების შედეგად. პოლკის მეთაური და მისი ჯარისკაცები იმ მომენტისთვის უგზოუკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ.

აი, კარვები დაცემულია და მოხალისეები უკვე რამოდენიმე დღეა უშედეგოდ აწარმოებენ გათხრებს, მაგრამ დაღუპული ჯარისკაცების ,,საძმო საფლავის” კვალს ვერაფრით ვერ მიაგნეს. მათ უკვე იმედი გადაეწურათ და გადაწყვიტეს შეწყვიტონ ძებნის სამუშაოები, ბოლო ღამეს ათევდნენ კოცონთან როდესაც მათ უცნობი მამაკაცი მიუახლოვდათ, რომელიც იმ პერიოდისთვის ძალიან უცნაურად იყო ჩაცმული, მას მეორე სამამულო ომის დროინდელი სამხედრო კიტელი ეცვა… მიუახლოვდა მათ ეს მამაკაცი და ეკითხებათ, თუ რას ეძებენ ახალგაზრდები ასეთი გამალებით, ეს რამოდენიმე დღეა… მათაც უპასუხეს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აქ, სამამულო ომის დროს აფეთქებების შედეგად დამარხული იყო მთელი პოლკი, რომელიც უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა თავის პოლკოვნიკთან ერთად და მათ საფლავებს ეძებდნენ, უნდოდათ ეპოვნათ და საპატიოდ გადაესვენებინათ, მაგრამ ვერ პოულობდნენ. მამაკაცმა გაუცინათ და უთხრა – რა ძებნა ამას უნდა, აგერ იმ სამ ხეს ხომ ხედავთ, დიდ ხესთან მე ვწევარო, მე ვარ ამ პოლკის კომანდირიო, ცოტა იქეთ, პატარა ხეებთან ალექსეო და მიხაილი წვანანო, ხოლო მოშორებით მინდორში მთელი ჩვენი პოლკი წევს, თქვენ არასწორედ გვეძებთო… – გატრიალდა და წავიდა. ახალგაზრდები სახტად დარჩნენ, ხმას ვერ იღებდნენ, ვერ ვხვდებოდნენ ეს რა იყო, რას ნიშნავს მე ვწევარ, ვერ გაეგოთ ეს ხუმრობა იყო თუ რა ხდებოდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს მეორე დღეს მაინც გადაემოწმებინათ მიღებული ინფორმაცია.

და მართლაც, მეორე დღეს, ამ მამაკაცისგან მიღებული ინფორმაციის შედეგად, მართლაც მიაგნეს დაკარგული ჯარისკაცების საფლავებს, თავის კომანდირთან ერთად.

მოგვიანებით, როდესაც ნაპოვნი გვამების იდენტიფიცირება მოხდა, კომანდირის ოჯახში ნანახმა სურათმა საერთოდ გააოგნა ეს ახალგაზრდები – სურათიდან სწორედ ის მამაკაცი იყურებოდა, რომელიც იმ ღამეს, კოცონთან მსხდომ ახალგაზრდებს მათი საფლავების ადგილებს უზუსტებდა.




დახმარება ,,იმ ქვეყნიდან”

დახმარება ,,იმ ქვეყნიდან”

90 წლის ქალის მონაყოლიდან…

ბებიაჩემის ოჯახი მაღალმთიან რაიონში ცხოვრობდა. მახსოვს ბავშვობაში ის მიყვებოდა, რომ მათი სოფლიდან მამაკაცები ხშირად დადიოდნენ ტყეში შეშის დასაჩეხად.

ასე წასულა მათი მეზობელიც ტყეში, ცხენზე ამხედრებული, შეშის მოსატანად, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ, ის შეშინებული დიდხანს აღარ ეკარებოდა თურმე ტყეს.

ბებიაც იხსენებდა მის მონაყოლს – თურმე მას ტყეში თავგზა აბნევია და ტყიდან გამოსასვლელის ძებნაში, გადაეყარა თურმე ერთ ძველისძველ ხის სახლს, საიდანაც სინათლე გამოდიოდა. მან კარზე დააკაკუნა, კარები გაუღო უცნობმა მამაკაცმა და სახლში შეიპატიჟა. სახლში კიდევ რამოდენიმე მამაკაცი იყო, რომლებიც მაგიდას უსხდნენ, ჭამდნენ და სვავდნენ სასმელს. მათ მიიღეს სტუმარი, მაგიდასთან მიიპატიჟეს, მისი ცხენიც დააბინავეს და მგზავრს ღამის გასათენებლად ადგილიც მიუჩინეს.

დილას იღვიძებს ბებიაჩემის თანასოფლელი და რას ხედავს – სძინავს ძველ, ნახევრად დანგრეულ სახლში, სადაც არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არაა და იატაკზე დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანების ძვლები და ჩონჩხის ნაწილები ყრია…

მისი ცხენიც იქვე კაუჭზეა გამობმული.

აი, ასე გაათენებინეს ღამე გარდაცვლილთა სულებმა ბებიის სოფლიდან დაკარგულ მგზავრს ღამე ტყეში და იხსნეს გარდაუვალი სიკვდილისგან, რადგან არავინ იცის ღამე, ტყეში რომელი ველური ცხოველის ლუკმა შეიძლებოდა გამხდარიყო.




არმაზი

იბერიის სამეფოს უზენაესი წარმართული ღვთაება.

„ღმერთი ღმერთთა არმაზ…,

…ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი…”

არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. მოქცევაჲ ქართლისაჲ-ში აღნიშნულია:

„აჰა, დგა კაციერთი სპილენძისაჲ და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ, და ჩაფხუტი ოქროჲსაჲ, და სამჴარნიესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, და ჴელსა მისსა აქუნდა ჴრმალი ლესული, რომელი ბრწყინვიდადა იქცევოდა ჴელსა შინა, რეცა თუ რომელი შეეხებინ, თავი თჳსი სიკუდიდ განიწიროს.“

კერპი მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.

სახელი ღვთაებისთვის ფარნავაზს საკუთარი სახელის მიხედვით შეურქმევია, რადგან მას „სპარსულად არმაზ ერქუა“ და პატივისცემა და სამსახური დაუწესებია ახლად აღმართული კერპისათვის. მეცნიერთა ერთი ნაწილი მას აჰურა მაზდასთან – სპარსულ უზენაეს ღვთაებასთან აკავშირებს, სხვები კი ხეთურ მთვარის ღვთაების სახელ „არმას“-თან. არმაზის სახელს აჰურამაზდასთან აკავშირებდა ივანე ჯავახიშვილი და წერდა: „არმაზის შესახებ ცნობებს რომ სპარსულ აჰურამაზდასთან სახელის მეტი საერთო არაფერი აქვს, ეს უცილობელია“. და იქვე, „მაზდეანობა რომ ერთ ხანს საქართველოშიც გავრცელებული იყო და მაშასადამე, აჰურამაზდა-არმაზის თაყვანისცემაც უნდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში – ეს ცხადია“.

წმინდა ნინო მაშინდელ ქართველებს ასე ახასიათებს: „ვხედევდით, ცეცხლის მსახურსა მას ერსა და მოგვებსა და ცთომასა მათსა ზედა ვტიროდიო“.

არმაზობა შესაძლოა ყოფილიყო, როგორც უძრავი ისე მოძრავი დღესასწაული. მატეანე არმაზობის დღეს არ ასახელებს, მოხსენიებულია მხოლოდ არმაზის ბოლო დღესასწაულის დღე 19(6) აგვისტო.

თეიმურაზ ბატონიშვილი გამორიცხავს არმაზის კერპისადმი ადამიანების შეწირვის ფაქტს:

„კვალად ესეცა წერილ არს, ვითარმედ დაუკვლიდესო, რეცა მსხვერპლად კერპთა ქართლოსიანნი ძეთა და ასულთა თვისთა, ესეცა არა არს ჭეშმარიტ, ვინაიდგან უძველესნი ერნი ქართლოსიანთა არათუ ძეთა და ასულთა დაუკვლიდეს, არამედ პირველსა ჟამსა მხოლოდ შესაწირავი მათი იყო კერპთა მიმართ მფრინველთაგან წმინდათა, გარდა ქათმისა, ხილნი ფერად ფერადნი ახალნი და ძველნი, თაფლნი ახალნი გარდაუმდნარნი გოლეულთა, გამტკიცულნი პურნი შოთად გამომცხვარნი ფრიად წმიდათაგან იფქლთა, რომელსაცა სახელის-დება მისვე არმაზ ღუთად საგონებელსა აქვნდა. შოთთა არს არმაზ ღმერთისა სახელი, ხოლო შოთი პურისა მისდამი შეწირულისა: რეცა, იგი არს სახე მკლავისა კაცისა, რომელსაცა მოცემისათვის მკლავისა ძლიერებისა და ხრმლისა მკვეთელობისათვის შესწირვიდეს ღმერთთა. შესწირვიდეს ღვინოსა ახალსაცა და ძველსა, აღუნთებდეს სანთელთა დიდ-დიდთა შთამოსხმულთა ცვილთაგან, უკმევდეს წმიდათა და ფრიად სურნელთა საკმეველთა და შეამკობდეს ფერად-ფერადითა ყვავილებითა, ძროხათა და საცხოვართა არა დაუკვლიდეს პირველ; არამედ შემდგომად.“

ზურაბ კიკნაძე

***

არმაზი (ხეთური “არმა” – მთვარე) არის უზენაესი წარმართული ღმერთი ქართულ მითოლოგიაში მზისა და მთვარისა ან ზოგადად, დიდი ღმერთი, ცისა და მიწის სასტიკი მეუფე, ანთროპომორფული ღვთაება, რომლის განთქმული კერპი აღმართული იყო ქალაქ მცხეთის მთაზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს: “აჰა, დგა კაცი ერთი არმაზი სპილენძისა, ტანთ აცვია ჯაჭვი ოქროისა და ჩაფხუტი ოქროისა, სამხარნი ესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, ხელთა აქვნდა ხმალი ლესული, რომელი ბრწყინავდა და იქცეოდა ხელსა მისსა… ღმერთნი დიდთა ნაყოფთა მომცემელნი და სოფლის მპყრობელნი, მზის მომფენელნი და წვიმის მომცემნი, ქვეყნისა ნაყოფთა გამზრდელნი, ქართლისა არმაზ და ზადენ – ყოვლისა დაფარულისა გამომძიებელნი და ძველნი ღმერთნი მამათა ჩვენთანი.” (შატბერდის კრებული, X ს.).

ამ ჩინებულ აღწერაში არმაზის სიძველეც ჩანს და ძლიერებაც. ეკისრება მარსისა და დემეტრას ფუნქციებიც. რვალით და ოქროთი შეჯავშნული სასტიკი და კეთილი ღმერთი, ასეა დახასიათებული ლეონტი მროველის (XI ს.) შრომაში “მოქცევაი ქართლისაი”: “აქვნდა ხრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა და იქცეოდა ხელთა შინა. უკეთუ ვინმე შეეხებინ, თავი თვისი სიკვდილად განწირის” (ცხოვრება ქართ. მეფეთა.).

“მოქცევაი ქართლისაის” ეს აღწერილობანი მეტყველებს რწმენის ძალაზეც და ხელოვნების სიმაღლეზეც. არმაზის ციხეში შესული მონუსხულივით იდგა: “დავდეგ ახლოს კერპისა მის, ნაპრალსა ზღუდისასა და ვხედევდი საკვირველებათა და საშინელსა, რომელი თქუმად ენისა ვერ ეგების, ვითარ იგი იყო ზარის აღსახდელი შიშითა ძრწოლით მეფეთა მათ და ყოვლისა ერისა”.

მემატიანის ცნონით “ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახლსა ზედა თვისსა. ასევე არს არმაზი, თავსა ზედა ქართლისასა.” ქართლში არმაზის კულტი ფარნავაზმა დააკანონა ძვ.წ. მე-4 საუკუნიდან. 24 საუკუნის წინ, ხოლო რწმენა ამ ღმერთისადმი აღმოსავლეთ საქართველოში ბევრად უფრო ძველია. არმაზი შეუპოვრად ებრძოდა ქალდეველთა ღმერთს – ითრუჯანს. ეს ბრძოლა გაგრძელდა ქრისტიანობის იბერიაში (ქართლის სამეფოში) სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე ახ.წ. 326 წლამდე.

არმაზის კერპი შექმნა ფარნავაზმა, “რამეთუ ფარნავაზს სპასულად არმაზ ერქუა” (მოქცევაი ქართლისაი). ეს იყო ღვთაების სიმბოლო. არმაზის ციხე (ბაგინეთი) ძვ.წ. მე-4 საუკუნეში უკვე ძლიერი კოშკებიანი ბურჯი იყო. ეს დიდებული ციხე ძვ.წ. 65 წელს პომპეუსმა (გნეუს პომპეუს მაგნუსი – ცნობილი რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი) დაანგრია.

ერთ დროს ბგერითი მსგავსებისა და ზოგი ნიშნის მიხედვით არმაზი, იგივე ორმუზდი აჰურამაზდა ეგონათ. ეს შეხედულება გააბათილეს ო. ვეზენდოკმა, მიხეილ წერეთელმა, ივანე ჯავახიშვილმა. ხეთური წარმომავლობის მიუხედავად, ეს “ღმერთთა ღმერთი” ძალზე ორიგინალური, ძლიერი ღვთაებაა ქართლის (იბერიის) სამეფოში და თუ უცხოეთის ენციკლოპედიებში არ შეაქვთ, მხოლოდ საკითხის ცოდნის ნაკლებობით აიხსნება, მით უმეტეს, რომ მას ლათინებიც ახსენებენ არმოზიკეს სახელით, პლიმიუსი ჰარმასტს უწოდებდა, ხოლო პტოლემეოსი – არმაკტიკას.

ასეთ ძლიერ ღმერთთან ბრძოლა ურთულესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ წმინდა ნინომ, როგორც ქართლის ქრონიკები მოგვითხრობენ, ის ქრისტეს ძალით დალეწა. სინამდვილეში კი ისინი დალეწილნი იქნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებით და სამწუხაროდ ხელოვნების მრავალი ფასდაუდებელი ქმნილება ბარბაროსულად იქნა განადგურებული. ძეგლად კი დარჩა მხოლოდ ამბავი, სახელი და მცხეთის არმაზის არქიტექტურული ანსამბლი, 15 კილომეტრში მცხეთიდან, არმაზისხევში (1150-78), აგრეთვე ქსნის წმინდა გიორგის ეკლესია.

აღნიშნულ ღმერთთან ბრძოლას ის აძნელებდა, რომ ძველი, იბერიელთათვის შესისხლხორცებული ღვთაება გახლდათ არმაზი გაცთან და გასთან ერთად – “ძლიერნი ღმერთნი მამათა ჩუენთა”. ფარნავაზის წინამორბედმა ქართლის მეფემ – აზომ აღმართა დედაქალაქ მცხეთაში გაცის და გას კერპები. გაცი “კაცის” შესატყვისი უნდა იყოს, მით უფრო, რომ მემატიანე არმაზსაც კაცს უწოდებს. ასეა ექვთიმე მთაწმინდელთან. ქალდეველთა მითოლოგიაში ღმერთი სამობითაა: მამა, ძე და დედა (შეად. ქრისტიანული სამება “მამა, ძე და სულიწმინდა”). არმაზი აღმართა აზოს შემდგომმა მეფემ – ფარნავაზმა, რომლის სახელსაც მზეს უკავშირებენ: ფარნა – ბაზ, ასევე უკავშირებენ არმაზს (“მაზ” ნიშნავს მზეს). ხეთური ეტიმოლოგია ამ აზრს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, რადგან ლენორმანისა და სხვა სწავლულთა კვლევის შემდეგ ნათელია, რომ ქართულისგან დამოუკიდებლად შეუძლებელია ხეთურის, ურარტუს და შუმერული ენის გაგება – საერთო ძირებია.

დიდებული არმაზის მთაზე, მისი კერპის მარჯვნივ, იბერიელებს გაცის ოქროს კერპი აღემართათ, მარცხნივ ვერცხლისა – გას ბრწყინვალე ქანდაკი (სავარაუდოდ გაცის ცოლის, ქართული ქალღმერთის გამოსახულება). იქვე ჩადიოდა ალმასის წყარო. მატიანე ერთად ჩამთვლის დიოს (ზევსს), აპოლონს, არტემიდეს, ბოჩს, გეონსა და არმაზს – მზის ღმერთს, დამსჯელს, რომელიც ადამიანებს ათბობს და აცოცხლებს, მაგრამ მუსრავს კიდეც ვინც იმსახურებს.

როცა ნანა დედოფალი, მეფე მირიანი და მთელი ერი საყვირთა ქუხილში არმაზის მთაზე გამოვიდა, ნინოც წავიდა არმაზის სანახავად, შიდაციხეს გაუსწორდა, ზღუდის ნაპრალთან დადგა და დიდხანს შესცქეროდა “საკვირველსა და საშინელს”. მოწიწებით ქედმოხრილი ქართველები ეთაყვანებოდნენ არმაზს მისი კერპის წინ. “როგორც კი ნინომ ვაზის ჯვრის ნიში აღმართა “მეყსეულად მას ჟამსა დაეცნის ყოველნი კერპნი, რომელნი იქმნეს საზღვარსა ქართლისასა და შეიმუსრნეს” (მოქცევაი ქართლისაი). სინამდვილეში თავისით არ განადგურებულა არცერთი კერპი. მოხდა უდიდესი ბარბაროსობა კაცობრიობის ისტორიაში და განადგურებული იქნა უდიდესი ქართული წარმართული კულტურა, უამრავი ძეგლი (კერპებად წოდებული) და “წარმართული” (ძველი ქართული რელიგიის სააღმსარებლო) ტაძარი მთელი სამეფოს მასშტაბით სახელმწიფოს მესვეურთა მიერ. ბევრი წარმართული ტაძარი კი უბრალოდ გადაკეთდა ქრისტიანულ ტაძრებად ან დაინგრა და მათ ადგილას აშენდა ქრისტიანული ტაძრები, ზოგგან კი ქრისტიანული ტაძრები არც აშენდა მათ ადგილას და უბრალოდ დაანგრიეს.

არმაზის მიწაში აღმოჩენილია მთელი საგანძური: სასაფეთქლეები (V-VI სს.), ოქროს ყელსაბამები, სამაჯურები, ჯიხვის, ცხვრისა და ცხენის სახეებიანი სამკაულები, პიტიახშის ცოლის, სერაფიტას გულსაკიდები, ზურმუხტისა და ფირუზით გაწყობილი ბეჭდები, ვერცხლის ჭურჭელი, სასმისები, ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშები. ყოველივე ეს მეტყველებს წარმართული კოლხური და იბერიული კულტურის სიმაღლეზე, სრულად ამართლებს მითებში აღწერილ ამბებს.

საგულისხმოა ასეთ კერპთა არსებობაც და მათი მითიური სარჩულიც. გაც – მამაკაცია, გა – ქალი, ე.ი. დედამიწა (სვანურად გიმ, ბერძნულად გე). აქ უდავოდ იგულისხმება ისევ ცა და მიწა – ურანოსისა და გეას ქართული შესატყვისები. ღმერთი გაცი – კაცია. გა ქალღვთაებაა, დაახლოებით იმავე ფუნქციისა, რაც პირველ ხანებში ჰქონდა ფინიკიურ ასტარტას. არმაზი კი ქართლის ხთონური ღმერთთა ღმერთია. ნაკლებადაა გამოკვეთილი გეონის სახე, მაგრამ აშკარაა მისი კავშირი გეა – გიმთან.

აკაკი გელოვანი